მაგალითისთვის:
1) სხვა სამყარო 3-ის სანახავად ვიყავი ადრე ერთ-ერთ კინოთეატრში და სამწუხაროდ ძალზედ იმედგაცრუებული დავრჩი...
2) ტერმინატორ 4-ის ჩვენების ხარისხი კარგი იყო (გადასარევი არა), თუმცა დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში გახმოვანება გაუფუჭდათ/გაეთიშათ და ისმოდა მხოლოდ სტერეოში
3) ყველა ფილმი, რაც ჩვენთან კინოთეატრებში გამოდის, არალინცენზირებულია, ასე რომ გვაქვს შესაბამისი ხარისხიც (ყოველთვის არა ოღონდ).
ეს ჩვენი კინოთეატრების უარყოფითი დახასიათება არ არის, უბრალოდ სამომხმარებლო ბაზარია ძალზედ მცირე, რომ მოხდეს მათ მიერ ფილმის ოფიციალურად დაქირავება და ჩვენება.
დასკვნა თქვენთვის მომინვდია
PULSE_TEMO_-ს ვეთანხმები თავიდან ბოლომდე
Remux-ები გვხვდება ხშირ შემთხვევაში ts და m2ts ფორმატ-კონტეინერებში და ასევე MKV-შიც. ყველაფერი დამოკიდებულია (გახმოვანების რაოდენობა, სუბტიტრები) თვით რელიზორზე, თუ რომელ ფორმატში შეასრულებს ფილმის კოდირებას, ანუ ამ ფორმატებში კოდირებისას ხარისხს არ ეხებიან, უბრალოდ ხდება რელიზორის თვალსაზრისით არასაჭირო გახმოვანებებისა თუ სუბტიტრების და ასევე დისკის მენიუს ამოჭრა. პრაქტიკულად ტოვებენ მხოლოდ ფილმს.
მაგალითისთვის როცა საუბარია 60გბ-ან "ტრანსფორმერებზე", ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვით ფილმია ამ მოცულობის:
1) უშუალოდ ვიდეოჩვენების მოცულობა შეიძლება იყოს 20-25გბ (Blu Ray, ხოლო HDDVD-ზე ნაკლები)
2) ვიდეოჩვენებას ემატება გახმოვანებები სხვადასხვა კოდირებაში (რაოდენობა თამაშობს ყოველთვის).
3) სუბტიტრები (შეიძლება 2 ათეული)
4) დამატებითი მასალა, მაგ.: making of.. და ინტერვიუები
5) და ხანდახან, თქვენ წარმოიდგინეთ, DVD ფორმატში ჩაწერილი იგივე ფილმი.
ასე რომ როცა ნახავთ, ვთქვათ 35გბ-ან და 60გბ-ან ერთი და იგივე ფილმს, არ გეგონოთ, რომ მეორე უკეთესია

DVD 9, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა HD ბევრად უკეთესია.
და არ დაგავიწყდეთ, ტექნოლოგია ვითარდება, საუბარია უკვე 100გბ-ზე

)
This post has been edited by passko on 23 Jun 2009, 16:47