არ მომეწონა. ბარტონის ფილმად ვერ აღვიქვი საერთოდ. იმედგაცრუებული ვარ ფრიად!!
შინაარსი

წინასწარ კი ვიცოდი, რომ გაგრძელება იყო, ვიფიქრე საინტერესო გამოვა ალბათთქო, მაგრამ ძალიან უაზროდ გაუგრძელებიათ. თუ გადაღება იყო, წიგნის მიხედვით გადაეღოთ, წესიერი ეკრანიზაცია (ფილმი) არ არსებობს და მადლს მოისხამდნენ
დეპი კიდევ ვერ გამოვიდა Jack Sparrow-ს როლიდან, ყველაფერს ეგრე თამაშობს,რაც უკვე მომაბეზრებელი და გამაღიზიანებელია...
აი ჰელენა ამ ფილმის ნათელი წერტილია
სხვა რა ვთქვა, ლამაზი ფილმია ნამდვილად, 3დ-ს ამბავშიც კარგი იყო, მაგრამ ეს 3დ ეფექტები მეკიდა და ფილმი მინდოდა მომწონებოდა


ამას არ შეედრება არაფერი

თავის პერსონაჟებიან ყველაფრიანად!