ახლა დავამთავრეთ ყურება მე და მეგობარმა

ერთხელ ვუყურეთ და მეორედ გადავბით რაღაც მომენტებს ჩაუფიქრდით ერთობლივად
იქიდან გამომდინარე რომ მე ტრიერის მოყვარული არ ვარ ძალიან მომეწონა
პირველ რიგშო პროლოგზე გავგიჯდი ,გავშტერდი

გენიალური იყო.კადრები მუსიკა მონტაჟი, ოპერატული ნამუშევარი უმაღლეს დონეზე,არადა ზუსტად გადაღების მანერა არ მომწონს ზოგჯერ ტრიერის

მაგალითად როგორც "იდიოტებშია" ან "სიბნელეში მოცეკვავე"
ფილმი სავსეა სიმბოლოებით ესეც მომეწონა.
მომეწონა ის თუ როგორ ვითარდება მოვლენები. რავიცი მე სულაც არ ვთვლი რომ ამ ფილმში ტრიერის ქალთმოძულეობა ჩანს. პირიქით აქ აბსოლიტურად სხვანაირია მისი ქალი არა დებილი, უმწეო ან სუსტი პირიქით ძლიერია. მე ასე ვთვლი
შარლოტა გინბურგის თამაში ცალკე განხილვის თემაა ბრწყინვალეა უძლიერესია

როგორც ვიცი ნიკოლ კიდმანს და ევა გრინს შესთავაზა პირველად ეს როლი მე სხვა ვეღარ წარმომიდგენია რა თქმა უნდა ვილიამ დეფოც მოწოდების სიმაღლეზე,მაგრამ აქ მთავარი დატვირთვე შარლოტაზეა და მის გმირზეა
This post has been edited by Theo-lisa888 on 2 Sep 2009, 18:39