რივიუ გადმოვიტანე აქედან:
http://2kija.wordpress.com/ამ ფილმის რეჟისორმა კანის კინოფესტივალის შემდეგ განაცხადა რომ ყველაზე მაგარი რეჟისორია. ეს ფილმი არ არის ქალის კრიტიკა, საერთოდ არ ეხება ქალების გენოციდს, ან ქალის ბუნებას. ფილმში გვაქვს რამდენიმე სიმბოლური მომენტი. ჯერ მოკლე სინაარს მოვყვები და მერე სიმბოლოებზე გადავალ. ცოლქმარს დაეღუპება შვილი, ამის შედეგად ქალს სტრესი აქვს, ქმარი გადაწყვეტს ფსიქოთერაპია ჩაუტაროს (პროფესიით ფსიქოთერაპევტია). ისინი წავლენ იქ სადაც წინა ზაფხულში ისვენებდა ფსიქოთერაპევტის ცოლი და შვილი.
სიმბოლოები:
ამ ადგილს ქვია ედემი, რომელიც ძალიან ლამაზია. თუმცა ქალი, ისევე როგორც ბიბლიაშია აღწერილი, ქმარს უხსნის იმ საზიზრარ ხედვას რომელიც ბუნებაში, ზოგადად სამყაროში დევს. აჭმევს ხის ნაყოფს

ქმარი, დახატულ პირამიდასი თავის შიშებს წერს. ქალს შემოაქვს პირველად სატანის ცნება ფილმში, თუმცა მისი არ ეშინია…ბუნების, სატანის შიში პირველ რიგში კაცის შიშებია.
“три низших” – “вить такой созвездий не существует”…ქალი ამ შემთხვევაში სიმბოლოა იმისა, ვინც ცდილობს ადამიანს თვითშეფასება დაუგდოს, იმიტომ რომ თვითონ აქვს არასრულფასოვნების კომლექსი, კომპლექსი იმისა – რომ რაღაცეები არ შეუძლია. ბოლოსდაბოლოს არ შევხედოთ სიმბოლურად, შევხედოთ პირდაპირ, შინაარსობრივად, საიდან მოდის ქალის და კაცის ასეთი თავისებურებები? მარტლა მატი ბუნებაა თუ რომელიმე გაბატონებული მსოფლმხედველობის (ფილმში ფსიქიკურ აშლილობადაა ეს დახატული

და გარკვეულწილად ვეთანხმები) შედეგი?
ერთგან ქმარი ამბობს – “სიკეთესა და ბოროტებას არანაირი კავშირი არ აქვს ფსიქოთერაპიასთან”. კლავს რა თავის შიშს ბუნებისადმი, საერთოდ ყველაფრისადმი…რასაც ასეთი შეხედულება სამყაროზე აჩენს. “ქაოსის ბატონობა”, ის რომ ყველაფერი ერთმანეთზე მიბმული არ არის, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ის, რაც არ წარმოგვიდგენია
ამიტომ ქვია ამ ფილმს ანტიქრისტე. ეს არის დასავლური მსოფმხედველობის ყველაზე სამართლიანი და ზუსტი აღწერა. ეს ერთგვარი ბიბლიის ერთი ნაწილის ეკრანიზაციაა. და ძალიან საინტერესოა რომ მაყურებელთა დიდ ნაწილს აგრესია გაუჩნდა ქალის მიმართ, მერე გაანალიზეს რა რაციონალურად – აგრესია გაუცნდატ რეჟისორის მიმართ და ეს სწორია!
აუ ძალიან დიდი პოსტი მეწერა და წამეშალა და მგონი კარგია )) უბრალოდ მოკლე რივიუ ორინეტირად. დანარჩენი თქვენით შეაფასეთ. allmovies.ge – ზე დევს
This post has been edited by 2kija on 5 Sep 2009, 14:40