მოკლედ რა გჭირთ ხალნო, მოაზროვნეებო და მამაგანათელბულებო?
რად ვერ ხედავთ ტრიერის სიბორპტის გაბარიტებს და იმას რომ მისი ეს ფილმი, მისი პირადული უსაზღვრო ზიზღიდან მოდის და არა ფსიქო ტერაპიული გარჩევებიდან რომლებსაც თქვენ ატარებთ. აქვს ამ კაცს ნიჭი, კი, ყურადღების მიპყრობისა.. უდაოა. დანარჩენს ნუ აჭარბებთ, და ნუ აგყავთ ცაში, ანტიქრისტე ქრისტესთან.... ფელინის თქმის არ იყოს - ამდენს მე რომ ვფიქრობდე, რასაც კრიტიკოსები ჩემ ფილმებზე წერენო, ვერასდროს მოვასწრებდი გადაღებასო.... (დაახლოებით)
შევეცდები ეხლა უფრო მეტად მიწასთან გავასწორო ლარსი თორემ ნამეტნავად იმატეს ფანებმა და დავაბალანსებ ცოტას. მარტივი და ყველასთვის გასაგები ენით.
ეს ფილმი არ იმსახურებს ნამდვილად ამდენ ყურადღებას მაგრამ როგორც მემარცხენე ლიბერალი მიჭირს თავი შევიკავო და არ დავამუხრუჭო ტრიერული 50 გვერდიანი ჰისტერია ფორუმზე.
ესთეტიკა და ვიზუალური მხარეალბათ საქართველოში ჯერ არ შემოსულა, მაგრამ მიდით მიუნხენის კინოსკოლაში და ყოველი მეორე სარეჟისოროს სდუდენტი ფრიც მიულერი იგივე ფერებში და ატმოსფეროს ხატავს - ARRI და RED - ის თანამედროვე დიგიტალური კამერით თავიანთ მოკლემეტრაჟიანებს. და უფრო ნაკლებ შეცდომებსაც უშვებენ. ამ შემთხვევაში რაც ტრიერთან თვალსაჩინოა იგი ურევს სამ სხვადასხვა სინემატოგრაფიულ ესთეტიკას და აჭრელებს უშნოდ და ძალიან იაფად ფილმს. (განსაკუთრებით მოპარულმა სიზმრების ესთეტიკამ გამაღიზიანა).
კარგი ხელოვანი კი რჩება თავისი ესთეტიკის ანუ ხელწერის ერთგული, თუნდაც იმ ფილმში რომელცას ეხლა იღებს. (საუკეთესო მაგალითია როი ანდერსონის ფილმები სადაც სინემატოგრაფიული ესთეტიკა უმაღლეს მწვერვალს აღწევ. ტრიერის თაობისაა)
ან მეორე ვარიანტია ყველაფერს ერთად თუ აურევს ავტორი, მაგალიტად ამას როგორც ოლივერ სტოუნი აკეტებს "ნატურალ ბორნ კილერში" სადაც კომიქსი, ანიმაცია, შავთეთრი, ვიდეო, რეკლამის ესთეტიკა, ტელესერიალის და ა.შ. აჯაფსანდალივით ყრია შით. (შინ ანუ მარტივად ვისაუბროთ) .
ამ შემთხვევაქში ლარსი ყოველგვარი მიზეზისა და სიღრმეეს გარეშე, ანუ ისე პროსტა იმოტომ რომ ლიამაზია ურევს ამ სამ ესთეტიკას ერთმანეთს. სილამაზეს უნდა ქონდეს თავისი ზუსტი ადგილი და დატვირთვა, ამის გარეშე არის კიჩი.
რატომ აკეთებს ამას? ნუთუ ესთეტიკის კანონები არ ესმის? თუ დანგრევა მოინდომა და ახალ კანონებს ქმნის უსუსურად?
სინამდვილეში კარგადაც იცის.... ფილმი "ევროპის" რეჟისორს ეს არ შეეშლებოდა გამორიცხულია.
ვეჭვობ, რომ უბრალოდ ენერგია აღარ დახარჯა, მასიურ პუბლიკაზე გათვლილი ფილმზი და იაფ მარტივად და ყველასთვის მოსაწონ სასიამოვნო ჟრერადობაში ჩატოვა.. ანუ, სიამოვნებს თვალს? ვა ე.ი. კაია. მახსენდება, ერთი კრიტიკოსი მეკამათებოდა კოპოლას "დრაკულა" უმაღლეს ესთეტიურობაშია გადაწყვეტილიო... და "the Fall" - იც ... არადა გაქანებიული კიჩი და გაქურდული თანამედროვე ხელოვნება.
მოკლედ ან ხელოვანი არ ღალატობს ხელწერას (ერთ ფილმში) ან თუ ღალატობს მაშინ განზრახ რადგან დატვირტვას აძლევს, დანარჩენ შემთხვევაში არის პირველკურსელი სარეჟისოროს სტუდენტი, რომელიც თავსი გამოჩენას ცდილობს.
მეტს არ დავიხარჯები ამ ფილმის იაფ ესთეტიკაზე საუბრით.
სინოფსისი (ყოველგვარი ფსიქო ფიზიო ფილოსოფიური მარგალიტების გარეშე)
ქალი, რომელცას ყავს ფსიქოლოგი მეუღლე და პატარა ბავშვი იცავს დისერტაციას შუასაუკუნეებში ქალების სიკვდილის დასჯაზე, ამის თაობაზე, ან თუნდაც მანამდე გარეკავს, გააფრენს, შიზოფრენია დაემარტება და აწამებს თავის შვილს (იმით რომ ფეხსაცმელებს უკუღმა აცმევს და ფეხის ტერპებს უზიანებს) ტერორის ქვეშ მყოფი ბავშვი იკლავს თავს, (ბავშვმა რა იცის სუიციდი, თუმცა ფილმში ასეა) ხტება ფანჯრიდან. კაცი პროფესიონალი ფსიქოლოგი ცდილობს შოკიდან გამოიყვანოს მეუღლე. თუმცა საბოლოოდ ხდება ისე რომ თვითონ დაავადდება და და კლავს თავის მეუღლეს.
სიბოროტე და დისკრიმინაცია ქალისა ლარსის მიერ ანტიქრისტეშილარს ფონ ტრიერი სულ გამოირჩეოდა თავის ფილმებში ქალების მიმართ განსაკუთრებული ზიზღით, რომელიც ასე თუ ისე მიჩქმალული და შეუმჩნეველი იყო ფართო პუბლიკის და კრიტიკოსების მიერ.
ამ ფილმში კი მან საბოლოოდ აიხადა ნიღაბი და გამოაჩინა თავისი ფლუსტრი.
რა მოხდა ეხლა....
როგორც ყველამ კარგად ვიცით, კეთილებმოდღნული და ბნელი რელიგიოზები შუასაუკუნეებში კლავდნენ ქალებს, ყველაზე ხშირად კუდიანობის სტატუსით - ჯერ აწამებდნენ - მაგ. ძუძუებს აჭრიდნენ, ვაგინას უშანთავდნენ... და მერე წვავდნენ კოცონზე. რადგან ქალი არ ითლებოდა სრულყოფილ არსებად. (თუ რატომ, ეს უზარმაზარი თემაა და სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დატვირთვა და მიზეზ ქონდა და დაღემდე აქვს... სხვა დროს ვისაუბოთ).
რა თქმა უნდა დღევანდელი ცივილიზებული მამრი ჰომოსაპიენსი გმობს ამ ფაქტს და აკრიტიკებს თავის დიდ მამაპაპას.
იგივეს აკეთებენ ხელოვანები - არიან ლიბერალები და იბრძვიან ადამიანების უფლებების, ქალების, ბავშვების, დისკრიმინირებულების, სუსტების, სექსუალური უმცირესობის და ა.შ. დასაცავად. ნუ საუცბათეო მაგალითი "მილკი."
ანუ ხელოვანის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ეს.
ეხლა რა ქნა ამ ისტერიჩკა ლარს ფონ ტრირმა... იმისათვის რომ ყურადღება მიექცია და ვეჭვობ რომ ქალის არსება მას მართლაც ეზიზღება, მან პირიქით მიწასთან გაასწორა მდედრობითი სქესი ფილმში ანტიქრისტე. ამას ვამბობ გადაჭარბების გარეშე!!!
ანუ გაამართლა შუასაუკუნეებში მდედრობითი სქესის მასიური მკვლელობები.
ქალი აწამებს და კლავს თავის შვილს
ზუსტად წუთები არ მახსოვს მაგრამ ბოლოსკენ ნაჩვენებია თუ როგორ უთვალთვალებს ორგაზში მყოფი შარლოტა თავის შვილს როცა იგი ფანჯრიდან გადახტომას აპირებს და რეაქციას არ აკეთებს.
თან დაარქვა ანტიქრისტე... ანუ ქალი არის ეშმაკი... რომელ საუკუნეშია ჩარჩენილი ეს მართლა ღლე ამიხსენით??????
კაცი კი ამ შემთხვევაში არის კეთილშობილი, განათლებული, დადებითი პერსონაჟი... (პარალელი შუასაუკუნეების კაცებთან).. რომელსაც სხვა გზა აღარ რჩება თუ არა რომ მოკლას ქალი!.
კიდევ უფრო მეტი მარაზმი კი იქ იმალება რომ, ეს კაცი რომ ყოფილიყო უბრალო ვინმე, ნუ ავტოსვარჩიკი ან კაფელჩიკი, ან ჯანდაბას ფოსტალიონი კიდევ მესმის... არა ეს კაცი იყო ერუდიტი, ლიბერალი, თავშეკავებული, პროფესიონალი ფსიქოლოგი, რომელსაც თუნდაც პროფესიიდან გამომდინარე არანაირი უფლება არა აქვს განსაჯოს, გააკრიტიკოს და მითუმეტეს დასაჯოს პაციენტი... პლიუს ამას თუ ის პაციენტი მისი სათაყვანებელი და გამუნეორებელი სატრფოა.
მაგრამ რას ვიზამთ ჩემო ლარს... ქალი ხომ ეშმაკია.. არა? და კაცი კეთილშობილი არსება?.. ამიტომ უნდა მოვსპოთ ისინი, მოსაკლავი მოიკლას, მოსადღნავი მოიდღნას ხო? ... მაგიტომაც ამოისუნთქა შვებით მაყურებელმა, ბოლოს როცა შარლოტამ გააფრთხო სული... ხთფუ!
მოკლედ მე ვგმობ თავიდან ბოლომდე ამ ფილმს! მის არსს და ლარს ფონ ტრიერის პოზიციას...
და ძალიან გთხოვთ ნუღარ გააგრძელებთ იმაზე კამათს თუ რატომ ანძრევდა ასე გაცხოველებული შარლოტას პერსონაჟი.. ნუ გამოაბამთ დიდ კუდს, ღრმა ფსიქოლოგიური განხილვებით, რადგან ლარსისთვის იგი იყო უბრალოდ ქალი როგორც ბოროტი ბაბაიაგა, რომელიც ყოველიმე ამ ქმედებების შემდეგ იმსახურებს სიკვდილს.
დედა ბიჯო.. ისე.. მურთაზებს კიდევ ეს გინდოდათ....
პიესი
ეს ფილმი კი არ არის საინტერესო გასარჩევი, არამედ ლარს ფონ ტრიერი - 21 საუკუნეში შემორჩენილი მურთაზი, ევროპის შუაგულში მცხოვრები წარმატებული და აღიარებული პაციენტი!
This post has been edited by წრაწიკიჩი on 15 Sep 2009, 01:12