ძალიან მარტივია:
ქალი/პირველსაწყისი - ველური ბუნება.
ეს ორი რამ არსობრივად ერთდაიგივეა, ოღონდ ამის გასაგებად ოდნავ სიმბოლური აზროვნებაა საჭირო.
არაა აუცილებელი სიმბოლოების მნიშვნელობებს კარგად ფლობდე და იცოდე, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ძველებს ქალის ფენომენისადმი.
თუ პრინციპს დაიჭერ, ამათ გარეშეც მიხვდები, რატომ შეიძლება ქალს ანტიქრისტე უწოდო. ამისთვის კაცებს უბრალოდ საკუთარ თავთან გულწრფელობა მოუწევთ, ქალებს კი საკუტარი თავის ისე მიღება, როგორიც სინამდვილესი არიან. ერთი წამით მაინც.
თან ჩვენს პლანეტაზე მთავარი - პრინციპები, მნიშვნელოვანი საკითხებისადმი (ქალი, ფული, სიყვარული, რელიგია და ა.შ.) დამოკიდებულება, არსებობისთვის ბრძოლის მეთოდები და მსგავსი რაღაცები არ იცვლება.
ყველაფერი პრინციპში(!) ისევ ისეა,უბრალოდ, იცვლება ფორმა და ეს ბევრს აბნევს.
შესაბამისად,ტრიერის სათქმელიც ძველია და ბევრის მიერ უკვე ნათქვამი, მაგრამ არა გაცვეთილი, იმიტორო ქალი ყოველთვის აქტუალური და ამოუწურავი იქნება თავისი ბნელი ბუნების გამო.
ამბობენ, ტრიერი ქალთმოძულეაო და ამ ფილმშიც ამჟღავნებს თავის ამ თვისებასო.სისულელეა.
თუ ტრიერი ქალთმოძულეა, მაშინ მთელი კაცობრიობა - ოსტატები, ბრძენები და სხვა, თეთრ და გრძელწვერა ბაბუებიც ქალთმოძულეები არიან, რადგან მათაც ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება აქვთ ქალისადმი, როგორიც ტრიერს ანტიქრისტეში.
კაცები თუ ქალს ყოველი უბედურების, ბიწიერების და ცოდვის სათავედ მიიჩნევენ, ეს არ ნიშნავს, რომ ქალი უარყოფითი არსებაა. იგივე კაცები, რომლებიც ქალებს კოცონზე წვავდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ზღაპრულად მომხიბვლელები იყვნენ, ყველაფერს დათმობდნენ, ოღონდ იმ ქალის მკერდს შეხებოდნენ. იგივე კაცებს გააჩნდათ არაჩვეულებრივად ვნებიანი რომანები, ოღონდ მალულად. მამრებმა, რაც არ უნდა ლოგიკური და რაციონალური მსჟელობებით გავაცამტვეროთ ქალი და მისი ბნელი ბუნება, ვერასდროს ისეთი საინტერესოები, იდუმალები და პირველყოფილები, ანუ ნამდვილები ვერ ვიქნებით, როგორც ქალი, და ამას გულის სიღრმეში ისიც კი ხვდებოდა, ვინც ქალებს წვავდა,მაგრამ ტრადიციული ორიენტაციისა იყო(!)
"გულის სიღრმე" ნიშნავს არაცნობიერს.ალბათ აშკარა გახდა, რომ აქ ფროიდის თეორიების ადგილია, მაგრამ მოდი, იმედს დავიტოვებ, ასე თუ ისე გარკვეულები ხართ, რას ამტკიცებდა ფროიდი. თუ არა, მაშინ შემიძლია ეგეც დავწერო, არ მეზარება!

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მაშინ, როცა ქალებს იდიოტური მიზეზების გამო წვავდნენ, იყო თევზების ერა. ეს ნიშნავს, რომ იმდროინდელი ადამიანების ფსიქიკაში ცენზორი - ცნობიერისა და არაცნობიერის გამყოფი კედელი - ისეთი ძლიერი იყო, რომ ვერ ახერხებდნენ საკუთარი არაცნობიერისთვის თვალის შევლებასაც კი.ახლა მერწყულის ერაა და ეს ნიშნავს თავისუფალ აზროვნებას, ყველანაირი კედლის მორღვევას და არაცნობიერში ხეტიალს.ეს ქალის ნამდვილი ბუნების აღიარებას და ამით ტკბობასაც ნიშნავს.
ისინი,ვინც ქალებს წვავდნენ გამო და გამო მიზეზთა სხვათა და სხვათა, სინამდვილეში საკუთარ არაცნობიერს წვავდნენ, იმიტორო კაცი არაცნობიერად ქალია და პირიქით.
ასეთი იყო სურათი ძველად.დღეს რა ხდება?რა ხდება 2009 წელს გამოსულ ანტიქრისტეში -იგივე. ვუბრუნდები ჩემი უზარმაზარი პოსტის დასაწყისს და ისევ ვამბობ, რო არაფერი არ იცვლება ფორმის გარდა.ფორმა კი სატყუარაა.
ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ ტრიერიც ერთბაშად რელიგიური მამრი გახდა და ქალები პოტენციურ ანტიქრისტეობაში ამხილა.
არადა ტრიერმა ქალების სამკაული დაგვანახა - შესაძლებლობა, იყვნენ ანტიქრისტეები
ვგიჟდები შარლოტას პერსონაჟზე, ისე მომწონს და მესმის მისი.
მერწყევინება დეფოს პერსონაჟზე და ღირსი იყო, რაც გაუკეთეს.
მოკლედ, როცა ქალებზე ვიწყებ ლაპარაკს, ფეხი გამუდმებით ტორმუზზე მიჭირავს, მაგრამ მაინც არ გამომდის მოკლედ და ვერც გამომივა, იმიტორო ვლაპარაკობ ქალზე, ნიშნავს ვლაპარაკობ მატერიაზე, სამყაროზე
და აბა სამყაროზე როგორ ვილაპარაკო მოკლედ და კონკრეტულად

ამ თემაზე ფიქრის დაწყება ჩემთვის ნიშნავს ასოციაციების ქარიშხალს, იმდენად მრავალწახნაგოვანი და დიდი თემაა, ასე რომ...
და თუ ახლა ამასაც კითხულობ, მალადეც შენს გამძლეობას
* * *
არა!არა!არა! ტრიერი ქალთმოძულე არაა, ღმერთმანი!
ვისაც მისი "ტალღის ქიმზე" აქვს ნანახი და ამბობს, ქალთმოძულეაო...არვიცი,არვიცი.უბრალოდ,თქვენს ლოგიკას ვერ ვიჭერ.
ეს განსაზღვრება - ქალთმოძულე - ალბათ რომელიმე ზედმეტად ლოგიკურად მოაზროვნე და სუსტი გულისა და ნერვების პატრონმა ქალმა მიაკერა, რომელსაც რთული ცხოვრება აქვს გავლილი და ქალთა დაცვის ორგანიზაციაში თუ რაღაც მსგავს დაწესებულებაში მუშაობს

ჰაიტ! შენ როგორ ბედავ ქალებს ასე რო აწამებ და უბედური დასასრულისთვის იმეტებო! აი, თქვენ კი ყოჩაღ, ამერიკელო რეჟისორებო, "პატარძლების ომი" და მსგავსი ერთუჯრედიანობები,მაგრამ სამაგიეროდ ბედნიერი დასასრულის მქონე ფილმები რო შესთავაზეთ ქალებსო.
არადა, ხალხნო, ნუთუ ვერ ნახეთ, რო "ტალღის ქიმზე" - ში იმ ქალს ბოლოს წმინდანად შერაცხავს?! იგივე ხდება სიბნელეში მოცეკვავეშიც.ბიორკის გმირი იმდენ ძალას, მიზანდასახულობას, სიმტკიცეს, ვაჟკაცობას, სიყვარულს, სითბოს და მსგავს საამაყო თვისებებს ამჟღავნებს, რო უბრალოდ არ გამოდის ამ ფილმების რეჟისორი ქალთმოძულე იყოს. ტალღის ქიმზე-ს პერსონაჟზე ხო საერთოდ არაფერს ვამბობ...
ისე, შეცდომებისთვის ბოდიში, ჩემი shift ღილაკი ატრაკებს