ეგ არის Drama | Horror, ხალხო?
თავისუფლად შეიძლება დაერქვას ფილმს "ანტიქრისტეს" ნაცვლად მაგალითად -scary movie N8798. თუ მერამდენეც არის რიგში. ოლმუვიზ.ჯედან გადმოვწერე ოკუპანტურ ენაზე ნათარგმი და დღეს ვნახე.
"Nature is Satan's Church" აზრი არის დაახლოებით 76594ჯერ მაინც ნათქვამი, დაწერილი . ნამღერიც. და საერთოდ ტყუილად შეაწუხეს გინზბურგი მე რო მკითხო.
თუმცა მთლად წყალწაღებული ფილმიც არ არის. მაგალითად შველს რომ გადაეყრება მდელოზე ეგ სცენა ძალიან მომეწონა.
საერთოდ რატოა შველი, მელია და ყვავი Pain, despair და grief? იგივე სიტყვებიანი ქანდაკებია მაგიდაზე სულ თავიდან, ბავშვი რომ აცოცდება და ძირს რომ გადმოყრის.
მე მიმაჩნია რომ ეგენია ადამიანის სხვადასხვა ასაკები. უფრო სწორედ დროის პერიოდები ადამიანის ცხოვრებაში. და საერთოდ მიმაჩნია რომ ფილმი არის ადამიანის მარტოობაზე. და იმაზე რომ ადამიანი უღმერთოდ არის მარტო. და მაგ მდგომარეობასთან დაკავშირებულ შიშზე. ღმერთისგან მიტოვებულობაზე, მაგიტოა Nature is Satan's Church რო ამბობს . უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენ მაგის პონტში .

ანუ ადამიანის ღმერთისაგნ განდგომაზე კიარა არამედ პირიქით- ღმერთის მიერ ადამიანის მიტოვებაზე.
ფილმი არის მარტოდ დარჩენის და მიტოვებულობის შიშზე. ბავშვსაც მაგიტომ აცმევდა ფეხსაცმელს არასწორად, რომ არ წასულიყო. და საერთოდ ფილმის დასაწყისშივე რო საუბრობენ მაშინ უკვე საყვედურობს ქმარს ამ ბოლო დროს შორს ხარ ჩემგანო, მიმატოვეო. და ფილმის ბოლოს ყველაზე დიდ პანიკას იწვევს მარტოობის შეგრძნების გამძაფრება. რო ეძებს ქმარს და ის კიდე ხის ქვეშაა დამალული.
და მთლიანად ფილმში, თუ დააკვირდებით სერიოზული პრობლემებია გადაადგილებასთან დაკავშირებით, ან წვანან, ან უჭირთ სიარული ან საერთოდ დამარხულები არიან. და არავინ და არაფერი არ არის თავისუფალი.
გარდა პირველი და ბოლო სცენისა , ფეხისტერფდაზიანებული ბავშVი რო ვარდება ლაღად ფანჯრიდან და ქალების ბატალიონი რო ამოდის ტყიდან.
მთლიანობაში ფილმი არ მომეწონა. 109 წუთი არის აფსუსი მაგ ბანალურობის სანახავად.
შემდეგი გაჩერება ტარანტინოს ბოლო ნამუშევარი.
და სათაურში ♀ ნიშნის ჩართვა არის უიაფესი სვლა. რეჟისორი თითქოს გვამცნობს რაღაცას... (

)
მოკლედ, ლარს, გადადექი!
* * *
RemediosiЕщё не было ни одной волны терроризма чтобы она не поднималась в ситуации когда население против которого обращен террор тоже уже подготовлено к этому.Если мы хотим с ним бороться то мы должны искать не кретинов в горах,а бороться с собственными жалкими, пассивными, трусливыми штампами реакций © А П