
20-25, შეიძლება 30 წლის წინაც ვნახე ბოლოს, და ტელევიზორში რამდენჯერეც მოვკრავდი ხოლმე თვალს, ვთიშავდი. არა, უნდა გადმოვქაჩო და ისე ჩავუჯდე. ვწელავდი, ვწელავდი და ბოლოს ეს დისკები დავითრიე და შევხედავ მალე. მერე ჩემ დისშვილებს უნდა მივცე, რომ აჩვენონ თავის ბავშვებს, ცოტა რომ გაიზრდებიან.

ზუსტად ამბობს აქ ტარანტინო, რომ მსგავსი ტრილოგია არ არსებობს. იგივე ნათლიმამა, მესამე ხომ საერთოდ მოწყვეტილია და მეორე მართლაც უფრო დიდია რაღაც ამბავში და უკეთესი პირველზე, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი ფილმია, თითქოს ბმაც აღარ აქვს პირველთან, აღარ სჭირდება.
ერთადერთი ალბათ ოთარის ტრილოგიაა, სადაც ყოველი მომდევნო ჯობია წინას.