როგორ გამიცრუა იმედი ამ ფილმმა?!

წიგნის ხათრით ვუყურე ბოლომდე, მაინტერესებდა უბრალოდ რა როგორ დაამახინჯეს,
წაკითხული რომ არ მოქნდა ნამდვილად ვერ ვუყურებდი.
ასეთი boring ფილმი იშვიათია.
ჯერ მსახიობები აბსოლიტურად ყველა არასწორად შრჩეული.
ბაზილის როლის შემსრულებელი სულ სხვანაირი წარმომედგინა.
ჰენრის ცინიზმი საერთოდ ვერ დავინახე,
სიბილი კი ლამაზი გოგოა, მაგრამ წიგნში აღწერილ სიბილს საერთოდ ვერ შეედრება. ღვთაებრივი სილამაზე უნდა ქონოდა.
დორიანი მერჩივნა ისეთი ყოფილიყო როგორიც წიგნშია აღწერილი, მაგრამ ამათთან შედარებით ასე თუ ისე ჩაჯდა როლში.
სხვა ყველაფერი რო წესრიგში ყოფილიყო, მშვენიერი ფილმი გამოვიდოდა თუნდაცა სეთი სხვანაირი დორიანით.
მეორეც სრულიად შეცვალეს ფაქტები წიგნიდან.
რატომ არ ათამაშეს სიბილს რომეო და ჯულიეტა?
მეორეც სულ სხვა მიზეზით მიატოვა დორიანმა სიბილი, ფილმში კი სრულიად უაზრო მიზეზია მოყვანილი,
თან ფილმში არ ეუბნება აღარ მიყვარხარ და აღარ მინდა შენთანო, უბრალოდ ჯერ ქორწილი ადრეაო და ამის გამო მოიკლა თავი სიბილმა?! უაზრობაა?!
ვერც ის დიდი სიყვარული დავინახე რაც სიბილს და დორიანს ქონდათ,
ვერ დორიანის სიწმინდე და კეთილშობილება თავიდან,
ვერ ამ სიწმინდეს შელახვა...
დორიანი სხვა მხრივ გაიხრწნა ასე ვთქვათ და არა იმიტომ რომ სექსს დახარბდა?!
მთელი აქცენტი დორიანის შეცვლის და გახრწნის სექსზე გადაიტანეს?!
ყველა თქვენსავით კი არ არის დახამებული სექსს?! სულელებიო ?!
პორტრერი ხო საერთოდ კატასტროფაა?!
ეგ პორტრეტი სიბერეს და ადამიანურ სიბოროტეს უნდა განასახიერებდეს, და არა საშინელებათა ფილმიდან დაკოპირებულ ზომბს?!
მეორეც ერთი ვითომ რატო ყვიროდა?
მოკლედ დებილური დასაწყისი, დებილური გაგრძელება, დებილური დასასრული ?!
ვითომ გონიათ მაგრები გამოჩნდებიან თუ წიგნს აბსოლიტურად შეცვლიან.
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...