ორი "უჟასის" ფილმი გამახსენდა,
ადრეულ ბავშობაში ვუყურე, ბუნდოვნად მახსოვს...
იქნებ იცოდეთ ვინმემ რომელი ფილმებია და გავიხსენო ბავშობა...
პირველ ფილმში ქალის ააქვს დაბადების დღე, და აწყობს წვეულებას,
მივლენ სტუმრები და ზეიმობენ რა,
ერთ ქალს მისი შვილი ყავს წამოყვანილი და საპირფარეშოში გავა ეს ბავშვი,
ამ დროს ეს ქალი ვისაც დაბადების დღე აქვს გადაიქცევა "უჟასად", და დაერევა ამ ხალხს,
რა ტქმა უნდა ყველა გაიქცევა,
მაგრამ ვისაც ხელი მოკიდა, ან შეეხო ყველა ეგრევე უჟასად იქცევა,
ამ დროს ბრუნდება ეს ბავშვი ამ ოთახში და ამ "უჟასი" ქალის მეტი არავინ აღარ არის,
ეს ქალი ეტყვის მოდიო, ესეც მივა და რა თქმა უნდა ეს ქალი შეჭამს,
მერე დედამისი შემოდის და ამ ოთახში და ეს "უჟასი" ქალი ამ ბავშვის ფეხს გადაუგდებს,
ეგღა დარჩენილა....
დედამისი გაგიჟდება , საგიჟეჟი მიყავთ მგონი მერე...
ბოლოს მთავრდება ისე რო რამდენიმე გადარჩება, მოახერხებს გარეთ გამოსვლას,
ჩაჯდებიან მანქანაში და ამ დროს ერთ ერთი მათგანიც "უჟასი" გახდება,
არ გახსოვთ არავის?
მეორე ფილმი ვამპირზეა!
ღამურად გადაიქცევა და ერთი გოგოს ოთახში შესაფრენად მიფრინავს,
ამ დროს ეს გოგო ძილში ხელს კრავს ფანჯარას, ფანჯარაც დაიხურება და ეს ვამპირი მიენარცხება და ჩავარდება ქვევით...
თუმცა მაინც ამობობღდება ბუზღუნით და სისიხლს ამოსწოვს ამ გოგოს.
მეორე დღეს ეს გოგო ტავს ცუდად გრძნობს,
მიხვდებიან ვამპირმა რო უკბინა და დააწვენენ ნიორები რო კიდია ისეთ ოთახში,
ვამპირს ნიორი არ უყვარს და ვერ მოვაო.
იმ ღამეს მივა ეს ვამპირი გააღებს ფანჯარას მაგრამ ნიორის სუნი ეცემა და დახურავს ისევ,
დადგება შორიახლოს და დაუძახებს ამ გოგოს,
ეს გოგოც გავა, და ვამპირუნაც ბოლომდე გამოსწოვს სისხლს,
ბოლოს მთავრდება ისე რო ეს ვამპირი რო ამოდის კუბოდან გადახსნიან ფარდებს და მზის შუქი მოკლავს...
ეს ეპიზოდებია რომლებიც მახსოვს...
ჩემს მეტს არავის არა აქვს ნაყურები ვითომ?
გაიხსენეთ რა გთხოოოვთ...
You are all Stardust...
Stars died so that you could Live...