საინტერესო ინფორმაცია ვნახე allmovies.ge-ზე
ანიმაციურ ფილმს "მანქანები" გაუჩნდება გაგრძელება "თვითფრონავები"
სტუდია Pixar გეგმავს ახალი მულტფილმის გადაღებას სათაურით "თვითმფრინავები"('Planes'), რომელიც გახდება "მანქანების" სერიის განტოტება. სავარაუდოთ "თვითფრინავები" მსოფლიო კინოგაქირავებაში არ გამოვა. მას DVD–ზე გამოუშვებენ. უნდა ავღნიშნოთ, რომ სტუდია Pixar არ გეგმავდა კინოგაქირავებაში გამოეშვა ზოგიერთი სხვა მულტფილმებიც – მაგალითად, "სათამაშოების ისტორიის" მეორე და მესამე ნაწილის. თუმცა შემდგომში ეს ფილმები მაინც აჩვენეს კინოთეატრებში. ორივე ნაწილის კრებულები საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა: 485 და 567 მილიონი დოლარი . თან მესამე "სათამაშოების ისტორია", რომელიც 2010 წლის ივნისში გამოვიდა, თავის მაჩვენებელს მხოლოდ ერთ თვეში მიაღწია. 2011 წლის ივნისში კინოგაქირავებაში "მანქანების" სრულფასოვანი გაგრძელება უნდა გამოვიდეს. გაგახსენებთ, რომ ორიგინალური მულტფილმი გამოვიდა 2006 წელს. მისი მთავარი გმირი იყო სპორტული ავტომობილი სახელად "ელვა მაკკუინი". ამჟამად სტუდია Pixar–ი მუშაობს კიდევ ორ პროექტზე. "მონსტრების კორპორაციის" გაგრძელების რელიზი დანიშNულია 2012 წლის ნოემბერს. ცოტა ხნით ადრე, 2012 წლის ივნისში ეკრანებზე გამოვა მულტფილმი "მამაცი".
ყვეკაზე მეტად მაინც მონსტრების კორპორაცია 2-ის გამოსვლას ველი