"ბრეივის" გადაღების პროცესზე ვნახე დოკ. ფილმი.
ნუ ჯადოქრები არიან რა ტიპები

შოტლანდიაში გაგზავნეს ანიმატორების სპეციალური ჯგუფი,
რომ იქაური ლანდშაფტი, მცენარეები, ხავსებიც კი, რელიეფი, ნაგებობები,
ბუნება და საერთოდ ყველაფერი შეესწავლათ, ესკიზები ჩაეტანათ
და მერე იმის მიხედვით აქვთ შექმნილი ყველა დეტალი...
მეორე ჯგუფი ხალხში დადიოდა და შოტლანდიელების წეს-ჩვეულებებს,
მანერებს, კილოს, ფრაზებს და ტრადიციებს აგროვებდა. და ა.შ..
აღარაფერს ვამბობ იმაზე, თითოეულ პერსონაჟზე, მაგალითად ცხენზე,
ცალკე შემოქმედებითი ჯგუფი რომ მუშაობს...
ტექნიკურ დეტალებზე და უკვე კომპიუტერზე რომ მიდგება ჯერი _
იმ მომენტის სრულყოფილბაზე უკვე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი