ჰეჰ ეხლა მოვედი მე...
რით დავიწყებ საუბარს
რათქმაუნდა სანამ წავიდოდი წავიკითხე უამრავი უარყოფილი რევიუ, რო დებილია შიალამანი etc.
ნუ ეხლა რა შეიძლება ითქვას, როგორც ანიმაციის ფანს ძალიან ბევრი რაღაც ძალიან მეწყინა
ძალიან აი ძალიან ბევრი რამე იყო შეცვლილი, ნუ იგივე ავატარის დანიშნულება (ფილმის მიხედვით მარტო ხიდის როლს ასრულებდა ჩვენსა და სულების სამყაროს შორის, თუმცა რეალურად ანიმაციაში მისი დანიშნულება სწორედ მიწიერი სიძლიერით ბალანსირება იყო)
ასევე ცუდათ გმაოუვიდათ ის ფაქტი რომ ვითომ სულები მართავენ და დანიშნულებას აძლევენ მიწერ სამყაროს... ეგეც ნამდვილად შეცვლილი იყო
საწყენი იყო ის ფაქტი რომ მეფე ბუმი საერთოდ იყო ამოღებული და უამრავი რამ კიდე
ცეცხლის ნაროდიც მაგარი სუსტ სასტავად გმაოიყვანეს არადა გადაუარეს ანიმაციაში ნახევარ მსოფლიოს!
მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იქნებოდა ალბათ ანიმაციის ფანებისათვის შესამჩნევი (თუმცა ჰა რა ვქნა, შევეგუე რა...)
რაც შეეხება ყველაზე მეტად რაც არ მომეოწნა და რასაც ვერ შევეგუე იყო ეს ფინალური მომენტი
ვინც ნახა იმას ეცოდინება რომ ეს ტალღა აწია და მერე დაწია
ანიმაციაში ეგ მოხდა "ცოტა" სხვანაირად

იქ როდესაც ჯაომ მოკლა მთვარის სული, აანგი შევიდა Avatar State-ში და იმნაირები გააკეთა და ისე გადაუარა თავზე firenation-ს სახე აა*@& ... კაი იქნებოდა ეგ გაეკეთებინათ
ნუ რაც შეეხება ფილმის დადებით მხარეებს უმაგრესი სპეცეფეკტები აქვს და ესთეტიური სანახავია , პრინციპში კინოში სანახავად ფილმი ნამდვილად ღირს, კაი სანახაობაა...
თუმცა როგორც ანიმაციის ფანი მაინც უკმაყოფილო დავრჩი...

თუმცა როცა ანიმაციის ფანი ხარ კი უნდა ნახო მაინც ყველა ვარიანტში

ნუ საბოლოო ჯამში:
პერსონაჟები ვერ იყო ისეთი ღრმა როგორიც ანიმაციაში
შინაარსი ვერ იყო ისეთი გავრცობილი როგორც ანიმაციაში
ვერ ჩაუღრმავდნენ 1000 სკაითხს როგორც ანიმაციაში
მაგრამ: ვინ მოელოდა ამას? ანიმაციის პირველი სეზონი რომლის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი შედგებოდა 22 სერიისგან თითოს ხანგრძლივობა 30 წუთი, შესბამაისად პირველი სეზონი იყო 11 საათი! როდესაც ფილმი საათნახევარზე დაგყავს 11იდან ნუ ასეთი კომპრესირების დროს რათქმაუნდა რთულია განვრცობა და ამისი მოლოდინი სისულელე იყო. ელემენტარული სერიებსი სულ შეუძლიათ სხვადასხვა რამეები სხვადასხვა თვალით დაგანახაონ ყველა სერიაში და ფილმში ერთი კუთხე უნდ ააიღო და მორჩა.
მე მაინც ვერ მივხვდი რატო გაგიჯდნენ და გადაირივნენ ეს კრიტიკოსები, ერთი ტიპიური ბლოკბასტერია! არაფერი არააქ ისეთი რო აქო ადიდო მარა არც ისეთი რო თავზე გადაუარო (ნუ თუ ფანი არ ხარ ანიმაციის, მე ვარ მაგრამ მაქსიმალურად ვცადე ცალკე შემეხედა... არც მოველოდი რომ იქნებოდა ანიმაციის დონის ზემოთმოყვანილი მიზეზების გამო)
ხოდა ესეიგი საბოლო დასკვნა თქო (

) :
შინაარსობრივად ანიმაციისგან შორს დგას
ზოგადი შეფასებითაც შედევრამდე ბეეევრი აკლია
თუმცა სანახავად კინოთეატრში ნამდვილად ღირს... გაერთობა კაცი ნამდვილად!
This post has been edited by Erekle_var_Ra on 8 Jul 2010, 22:15