საერთაშორისო პოლიტიკაზეც რეჟისორმა იფიქროს? რომ არ ნდომოდა სახელმწიფოს, ვერსად ვერ გავიდოდა ეს ფილმი. არ მითხრათ ეხლა სახელმწიფოს ვინ ეკითხებაო.
მითუმეტეს თU სახელმწიფოს მიმდინარე პოლიტიკა კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და ე.წ. "მოძმე აფხაზებთან" დაახლოებას ქადაგებს, ეს ფილმი პირიქით უფრო დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.
ქართველები ანგელოზებად უნდა გამოეყვანა? რატომ? არ იყო რეალობა მასეთI, სწორი თქვა ერთმა იუზერმა. დამალვას ჯობს ვაღიაროთ და ვეცადოთ შევიცვალოთ. მე ვლაპარაკობ ერთამენთთან ურთიოერთობაზე და არა იმაზე, რომ ჩვენ რაიმე დანაშაული მიგვიძღვის აფხაზების წინაშე. ფილმში მსგავსი არაფერია ნათQვამი.
ფინალს რაც შეეხება, ჩემი აზრი:
აუცილებელია რეჟისორმა ყველაფერი დაგვიღეჭოს? ფინალი ისეთია, როგორიც უნდა ყოფილიყო. მამა რომ ეპოვა, უაზრო ჰეფი ენდი ხომ არ იქნებოდა ზოგიერთIსთვის და არარეალური.
რომ ვერ ეპოვა, ბევრს ხომ გული დაწყდებოდა, რომ ამდენი ტყუილად იწვალა.
ასე, რომ ისე გაიგეთ , როგორც თქვენ გაგიხარდებათ

გაავარჯიშეთ წარმოდგენა
This post has been edited by Starsailor on 19 Feb 2010, 00:43