ჩემი აზრით, ეს ფილმი გამოდგება იმის საილუსტრაციოდ თუ რას ნიშნავს უნიჭო რეჟისორი.
არადა, ოვაშვილს ყველაფერი გააჩნდა საიმისოდ, რომ კარგი კინო გაეკეთებინა. შესანიშნავი ლიტერატურული სცენარი ( ნუგზარ შატაიძის ძალიან კარგი მოთხრობა "მოგზაურობა აფრიკაში"). კარგი მხატვარი და ოპერატორი და რა თქმ აუნდა, მთავარი გმირი, ბავშვი, რომელსაც მართლა ძალიან კარგი ფაქტურა, დრამატული სახე და რაც მთავარია, თამაშის ნიჭი აღმოაჩნდა.
მაგრამ რა გამოვიდა? სუსტი ფილმი, რომელიც სავსეა ნაძალადევი, ყალბი, ჩაკერებული სცენებით. მაგალითად, ბავშვის მატარებლიდან გადმოგდება, რომელსაც არც ერთი ქართველი ბაბუა არ გააკეთებს, რაც არ უნდა ღჯო და გადაგვარებული იყოს(სხვათა შორის ამ სცენამ რატომღაც დენი ბოილის "მილიონერი გარეუბნიდან" გამახსენა

) , გოგოს გაუპატიურების "ძალად დამგრუზველი" და ასევე ყალბი სცენა, და საოცრად არადამაჯერებელი და გათამაშებული "კონფლიქტი" რუს მშვიდობისმყოფელსა და ქართველ ბიჭს შორის, რომელსაც ისე უაზროდ და იდიოტურად ასალმებენ სიცოცხლეს, რომ ქალის მორიდებული დატირებაც კი უადგილოდ გეჩვენება .
ვისაც შატაიძის ეს მოთხრობა აქვს წაკითხული, აუცილებლად გაღიზიანდებოდა. იქ რაც არის, უკვე საკმარისი და მეტიცაა იმისთვის, რომ შეგძრას არა მხოლოდ ბავშვის პირადმა ტრაგედიამ, არამედ მთლიანად ჩვენმა რეალობამ. ეს არის საოცრად დამაჯერებელი, მართალი და გულისშემძვრელი ისტორია. რეჟისორმა კი ჩემი აზრით ამ ყველაფრით სპეკულირება მოინდომა, და ვითომ ამბის გამძაფრებითა და გაექშენებით, სამწუხაროდ, მხოლოდ სპეკულირებს და მეტი არაფერი

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ლავ სთორებისა და სლაიდიანი გოგონებისგან განსხვავებით ამ ფილმს პრეტენზია აქვს აიღოს პრიზები და ერქვას სერიოზული, კარგი ქართული კინო, საბოლოო ჯამში კი შედეგია - უშედეგო ფილმი, რომელსაც ერთადერთი პლიუსი აქვს - ახალი, მართლა საინტერესო სახე- თედო ბექაური
.
This post has been edited by sibneleSi mocekvave on 19 Feb 2010, 15:32