ახლა რა ხდება

წესების მიხედვით თემამ არ უნდა გადააჭარბოს 100 გვერდს. 2006 წელი არ ვიცი, მე 2007-დან ვარ ამ ფორუმზე და ასეა ეს. პერიოდულად ამას უფროსობაც გვახსენებს.
ნუ მოიყვანთ მაგალითად სხვა განყოფილებებს, სადაც ორიოდე ლეგენდარული თემა არსებობს გამონაკლისის სახით ან რომელიმე მოდერს დარჩა თემა დასახური.
ამ თემის აქტიური ხუთეული ასე გამოიყურება
Erekle_var_Ra 203
Dexter_Holland 164
RINO 161
samiii 161
ekuci 159
შესაბამისად N 1 იუზერს (ამ შემთხვევაში პირველ ჩეთავიკს, რადგანაც აქ მაგის მეტი არაფერი ხდებოდა) შეუძლია გახსნას ახალი თემა ან გამოიჩინოს კეთილი ნება და დაუთმოს სხვას ეს საპასუხისმგებლო საქმე თუ ამის სურვილი აქვს.
გასაჩივრებას აზრი არ აქვს, ძალიან მტკიცე პოზიცია მაქვს, ზოგიერთებს (ნიკს არ დავასახელებ) ვურჩევ თავი შეიკავონ თვითნებური მოდერირებისგან(ფორუმის წესებით დასჯადია).
და საერთოდ ამდენი ხნით ადრე თემის გახსნა არ შეიძლებოდა!

ასე რომ შეირგეთ რაც იყო აქამდე.