
აი არ ვიცი რა დავწერო, მსგავსი ტრაგიკომედია დიდი ხანია არ მინახავს.
არ მეგონა პაზოლინი-ფელინის მსგავსად კიდე ვინმეს თუ შეეძლო ამ დონეზე ადამიანის გაშიშვლება, ისევ იტალიური სკოლა.
სექსი,ფული და ღორივით ჭამა- ეს დარჩენიათ ადამიანებს მარტო, სხვა არაფერი... ფილმში ისეთი მესიჯები დევს, ჩვენს რეალობაშიც რო ყოველდღიურად ვხედავთ.
ყველაფერი აფსურდული ,არეული.. პერსონაჟები არ გეცოდება, პირიქით გძულდება, გძულდება ეს რეალობა... ერთ სივრცეში გადმოცემული დიდი ტრაგედია,რომლის უამრავ სცენაზე გეცინება,ხარხარებ, მაგრამ ბოლოს ხვდები რომ ეს არის რეალობა და ეს სიცილიც ზიზღით და სევდით გახსენდება.
მომავალი თაობაც კი იმ საკანშია,რომელშიც ფილმის გმირები. სკოლის მაგივრად რაღაც საკნისმაგვარ სივრცეში დადიან ყოველდღიურად... ფილმში ერთ მომენტში ძაღლი ჩნდება და იმასაც კი ფეხი არ აქვს... უამრავი სიმბოლოა და ბოლოს ტრადიკული დასასრული,რომელიც არანაირ იმედს არ გიტოვებს!
ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს. (c) ჩარლი ჩაპლინი