მოკლედ რასაც ველოდი ის კვერცხობა აღმოჩნდა არც მეტი არც ნაკლები. რიდლისგან მეტ-ნაკლებად კაი ბატალურ სცენებს და სანახაობრივ ფილმს ველოდი .. ციმერის კარგ საუნდებს. რიდლის დავალება კიდევ ერთხელ გაემეორებინა გლადიატორის ტრიუმფი ბრწყინვალედ შეასრულა რასელამ და მაქსიმუსი კიდევ ერთხელ ითამაშა

ის რომ რობინი გასიებული, რიპიანი ძიაა საკმაოდ რეალურია და ამაშI პრობლემას ვერ ვხედავ .. სპორტდარბაზშI ნაავარჯიშევ, მკერდგაპარსულ და ჩამაკიაჟებულ რობინს კი ჯობია. მარა ფილმი მაინც ნიტოა. ტრადიციული ჰოლივუდური კვერცხობებით

ერთი ახსენეს უკვე, შენელებულ კადრში noooooooooooooooo-s ყვირილი, მთავარი გმირის ნაშაც რომ მასსავით მამაცია და შეუპოვარი, დასასრულმა ვაბშე დაგლიჯა .. ბავშვებით გარშემორტყმული რობინი და მისი ნაშა ერთმანეთს რომ შეხედავენ, ჩაუღიმებენ და ჩაზასავენ

ამასთან წარუმატებელი იყო იმის მცდელობა რომ რობინის რეალური სახე შეექმნათ. სხვა ფილმებთან შედარებით შეიძლება ეს უკეთ მოახერხეს, თუმცა ის მაინც გმირი რობინაა ხალხის მხსნელი, მასების გულისნადების მეფესთან მიმტანი და არა ერთი ჩვეულებრივი ყაჩაღი.
ენდის არ იყოს ბოლოს მეც ძლივს ვჩერდებოდი სკამზე. ეს ალბათ იმის დამსახურებაცაა რომ ფილმი იყო ასე ჩამთრევი
პ.ს. მადლობა რუსთავერლის და ამირანის წარმომადგენელს, ენდის და პატრულს

პ.პ.ს. ლესტატ, რო გამოვედით შენ და თორნიკე ვერ გიპოვეთ (კარგად ჩაბნელებული გამოსასვლელის წყალობით)

და თან ძალიან მალე დავიშალეთ. ასე რომ მეც გულშI ხინჯად დამრჩა დაუმშვიდობებლობა

თუმცა როგორც ტრადიციული ქართული სუფრების დასასრულს იტყვიან ხოლმე, არ გემშვიდობებით

პირველად ვნახე ფორუმელები, დავრწმუნდი რომ ისინიც ჩვეულებრივი ხალხია, ყოველშემთხვევაში ერთი შეხედვით ასე გამოიყურებიან

მოკლედ გამეხარდა თქვენი ნახვა და კიდე თუ შევიკრიბებით კაი იქნება