ეს ფილმი სწორედაც რომ ამერიკელებსა და ყველა იმ ხალხს დასცინის ვინც ფიქრობს რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ეგეთი დაბალი განვითარების ხალხი ცხოვრობს, მაგ ფილმი დასცინის სწორედ ამ სტერეოტიპს რომელიც დასავლეთში ჰქონდათ და ჯერ კიდევ ვერ მოუშორებიათ.
სხვათაშორის ფილმში კარგად ჩანს რომ სადაც კი ბორატი მიდის "ოფიციალურ" შეხვედრებზე სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ სახელმწიფო პირებთან ყველას მართლა სჯერა რომ ბორატი ყაზახეთიდან ჩამოსული ჟურნალისტია.
იმდენად აქვთ სტერეოტიპებით თავი გამოლაყებული რომ მათ მართლა სჯერათ რომ ყაზახეთი იმდენად განუვითარებელია რომ თავისუფლად შეიძლება ასეთი ინდივიდიც კი იქ ჟურნალისტი იყოს, ამიტომ თავს იკავებენ და ინტერვიუებში ყველაფერს ყლაპავენ. სუფთა ირონიაა და მეტი არაფერი.
მაგალითად ახლა არის ცოტა მოდაში ებრაელებზე ან რასისტული ხუმრობები(ნუ ევროპაში მაინც), მაგრამ ეს ხუმრობები ირონიული და ძირითად სწორედ ანტისემიტებს, რასისტებს და მათ იდიოტურ სტერეოტიპებს დასცინის.
აი მაგალიტად ეგეთი ირონიული ხუმრობის კარგი მაგალითი, კომედიანტი ძალიან რეალისტურად ცდილობს დაამტკიცოს რომ იყო თეთრი დიდი უპირატესობაა

მაგრამ ის ამ მონოლოგით სწორედ იმ ხალხს დასცინის ვინც მართლა ასე ფიქრობს.
"არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია." ი. ვ. გოეთე
"Welche Regierung die beste sei? Diejenige, die uns lehrt, uns selbst zu regieren." J.W. Goethe
"War is over (If you want it) " John Lennon & Yoko Ono