crosჯერ ერთი რამდენი წლის ხარ შემიძლია გავიგო?

აი ეს რა პასუხია:
ტრანსი და ზემოქმედება რა შუაშია... ცხოველი შეგიძლია გაწვრთნა, მიაჩვიო გარკვეულ ქცევას...
ცხოველს აქვს ტვინი, მაგრამ მას არ გააჩნია არავითარი მორალი ან მით უმეტეს ფასეულობები. ის იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს მისი ჯიშის წარმომადგენელი კონკრეტულ სიტუაციაში.
შენ თუ გინდა გჯეროდეს, რომ შენს ძაღლს უყვარხარ, მაგრამ ის რომ გლოკავს და შენს ფეხებთან იძინებს, არ არის სიყვარულის გამოხატულება. ის შენდამი არავითარ გრძნობებს არ განიცდის... უბრალოდ შენ მისი არსებობისათვის აუცილებელი წყარო ხარ... ისე როგორც ვთქვათ მგლების ჯგუფისათვის არის ბელადი... რომელსაც მიყვებიან, იცავენ, რომელთან ერთადაც ნადირობენ და ა.შ.
ძაღლი რომ გონიერი ცხოველია და უფრო ადვილად იწვრთნება, ვთქვათ ძროხასთან შედარებით (თუმცა ძროხაც იწვრთვნება და ზოგადად ყველა ცხოველიც), არის მრავალათასწლიანი სელექციისა და ადამიანის მუშაობის და ზემოქმედების შედეგი.
ცხოველთა სამყაროში არის ურთიერთპარტნიორობის მთელი სისტემა ხოლმე... არის პატარა ტევზების სახეობა, რომელსაც ზვიგენი არ ერჩის, იმიტომ რომ ის ზვიგენს ზურგიდან აცლის მავნე ბაქტერიებს და ნივთიერებებს, რომლითაც იკვებება

ეს არ ნიშნავს რომ ამ პატარა თევზს კონტრაქტი აქვს ზვიგენთან გაფორმებული

... და არც იმას ნიშნავს რომ ზვიგენს სინდისი აწუხებს და იმიტომ არ ჭამს ამ თევზს

უბრალოდ ეს არის რთული, ბუნებრივი პარტნიორობის სისტემა, გამომუშავებული მრავალი მილიონი წლის ევოლუციური მუშაობის შედეგად...
ასევეა ძაღლი და ადამიანი... ადამიანმა, ინტელექტის წყალობით შეძლო რომ ძაღლთან შეექმნა ასეთI ბუნებრივი პარტნიორობის სისტემა, ხელოვნურად.
და რადგანაც ადამიანს ახასიათებს გრძნობები, აქვს მორალური ფასეულობები და გააჩნია თავისუფალი ნება, ის ბუნებრივად მიაწერს ხოლმე ამ თვისებებს სხვა არსებებსაც...
სინამდვილეში, შენთან მიჩვეული ძაღლს იმიტომ "უყვარხარ", რომ ამას მისი ბუნებრივი ინსტიქტი კარნახობს... მეტი არაფერი

ახლა კიდე თუ ვერ გაიგე, მაპატიე... მეტს ალბათ ვეღარ აგიხსნი...
მაგრამ კიდე რაღაც ისეთი აღარ დამიწერო, ზევით რაც დაწერე