Natemateარ მხიბლავს სერიალების ტემპი, თაიმლაინის თავისებურება, გაწელილი ისტორიები. ფულის საჭრელად გადაქცეული რამდენიმესეზონიანი სერიალები ხომ მითუმეტეს მძულს ))
არც ერთი ზეპოპულარული სერიალი არ მინახავს გოთიდან დაწყებული და ამ ჟანრით დასრულებული.
მირჩევნია ფილმს ჩავუჯდე, ერთიანად მომაწოდონ დასაწყისი, მიმდინარეობა, დასასრული. ამ დასრულებული ისტორიითა და ორსაათიანი სეანსით მივიღო სიამოვნება, დამაფიქროს, მერე დავწვე დავიძინო

მერე ისევ ახალი ფილმი ახალი ისტორიით, ახალი პერსონაჟებით, ახალი შინაარსით.
თქვენ გქონდეთ სერიალები. მე მირჩევნია ისევ ფილმებს მივაწვე :დ