რავი კაი იყო.. მსგავსი სიუჟეტის ფილმები ბევრია, 1 ნახევარი კარგად გაიშალა.. მაგრამ მაინც მთავარი მუღამი ბიორკის შესრულება იყო, აშკარად ამაზე ჰქონდა ნამუშევარი ტრიერს, კამერის მოძრაობა.. რომელიც აქეთ-იქით დაყვებოდა გმირებს.
მთელი მუღამი იყო მოქმედებით, ემოციის, სათქმელის გადმოცემა - ბიორკის შემთხვევაში სამყაროს შეგრძნება - What is there to see?
ხედვის გარეშე სამყაროს რითმის წვდომა - დეიდრიმინგები.
და ის რომ ბიორკი - სელმა კომუნისტი აღმოჩდა
ფინალიც ემოციური იყო.. ბიორკმა ბოლომდე ითამაშა, მაგრამ სიუჟეტის მხრივ ტრიერის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფილმია, მგონი ამაზე სულ არ უფიქრია და სხვა დეტალებზე გააკეთა აქცენტი. ფილმის პირველი ნახევარი კიდეკაი. მაგრამ სასამართლო პროცესიდან მოყოლებული უაზროდ მეჩვენა.. განსაკუთრებით ის რომ მთავარმა გმირმა "სიტყვის მიცემის" გამო თავი გაწირა. მაქსიმალურად გაუჩალიჩა თავის თავს უმაღლესი სასჯელი. ჰეფიენდს არ ველოდი ტრიერისგან, არც მინდოდა, მაგრამ ზედმეტად აზრსგამოცლილი თავგანწირვა იყო.