გამარჯობა
არ წამიკითხავს ყველა გვერდი, მაგრამ ჩემ აზრს მაინც დავპოსტავ და თუ განვმეორდები ძალიან ნუ გამიბრაზდებით
მაშ ასე, დავიწყე! - ფილმში სცენები არის ძალიან ძალიან კარგი. თავისი განვითარება-დამთავრებით, ხუმრობებით, გადაღების ხარისხით და ა.შ. მაგრამ მომეჩვენა, რომ ფილმის შემქმნელებმა გადაიღეს ძალიან ბევრი კარგი სცენა და შემდეგ ცოტა "აცა-ბაცა" ააწყვეს. (თან რაღაც სცენების დათმობა დაენანათ)
ანუ პირველი სერია უფრო შეკრული და ერთიანი იყო ვიდრე ეს მეორე. აქ ტემპი ხან ქვევით ვარდებოდა, ხან პირიქით მაგრად მიდიოდა. თუმცა ისევ ვიმეორებ ცალკეული სცენები აქ უფრო მაგარი იყო
მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს ფილმი ახალგაზრდა რეჟისორისთვის პირველი სერიოზული ნამუშევარია და ძალიან ნუ გავაკრიტიკებთ. ყველა ახალგაზრდა რეჟისორი (თუნდაც არაახალგაზრდა), რომ ასეთი ხარისხის ფილმებს იღებდეს, კინოინდუსტრია საქართველოში უფრო მალე და ხარისხანად ამუშავდება
და ყველაზე კარგი და დასაფასებელი რაცაა ჩემთვის ესაა, რომ ფორმულა კრეტივის წევრები გახდნენ ის ადამიანები რომლებიც ჩვენ რეალობაში რაღაც
მოვლენებს ქმნიან. თავიდანვე, "მამაჩემის რადიოდან" და KBH-დან ამ ხალხს სულ რაღაც ახალი შემოაქვს, თამამად აკეთებენ იმას რისი გაკეთებაც სხვებს ეშინიათ, ან საერთოდ არ წარმოუდგენიათ რომ ესეთი რამე შეიძლება ჩვენ რეალობაში გაკეთდეს
აი ეგაა რა, მაგაში გვენძვრის ქართველებს რომ თამამად არ ვაკეთებთ არაფერს. გიჟობები უნდა გავაკეთოთ! ექსპერიმენტები უნდა ჩავატაროთ!. ხრუშჩოვკების დანგრევის არ უნდა შეგვეშინდეს! ბევრ დიდ გამოწვევაზე უნდა წავიდეთ, თამამად! ახალი უნდა შევქმნათ რა !
მესმის რომ ამ ექსპერიმენტების დროს შეიძლება 3G-ც კი გამოგვივდეს შემთხვევით, მაგრამ რა მოხდა მერე.... ვის არ მოსვლია....

მოკლედ ტაში თქვენ ჩემგან !