ბატონო მურზაყან მოდი მე თქვენს ფილმზეც ვიტყვი კიდევ ერთს და კლასელის დის დაბადების დღე რითიც დაიწყო იმაზეც:
ორი წელია ეს ორი კომედია (რაც ყველაზე ძალიან გიყვარს/იდიოტოკრატია) ერთდროულად გამოდის და მეც ორივეს თითქმის ერთდროულად ვნახულობ ხოლმე.
ამ ორ ფილმს მე განვიხილავ როგორც ორ ცოცხალ, მკაფიო მაგალითს: 1. რომ ფილმი
არ უნდა გადაიღო ასე. 2. ფილმი უნდა გადაიღო
ასე განვმარტავ: 1. მიუხედავად იმისა რომ თავისუფალ თეატრს კარგად ვიცნობ, ვიცნობ მის რეპერტუარს, მსახიობებს, უმრავლესობასთან კარგი ნაცნობობა-მეგობრობა მაქვს და მართლა გულწრფელად ვთვლი რომ მანდ რამდენიმე ნიჭიერი მსახიობია - ეტყობათ რომ
ფილმის გადაღება არ იციან. არ იცის თავად რეჟისორმა. ავთო ვარსიმაშვილს არ ვუკარგავ იმ დამსახურებებს რაც თეატრში აქვს. კი, შეიძლება ვიკამათოთ მაგის სპექტაკლების ხარისხზე, მაგრამ ასეა თუ ისე ამ თეატრმა თავისი მაყურებელი შეიძინა და ამ უთეატრო ეპოქაში რაღაც გარკვეული რაოდენობა თბისელებისა რეგულარულად დადის თავისუფალ თეატრში და უყვარს. ისიც ვიცი რომ თავისუფალი თეატრი ხშირად დადის რეგიონებში და ამასაც კარგ საქმედ ვთვლი, რომ სოფლად მაცხოვრებელ ხალხს ეძლევა სპექტაკლის ყურების საშუალება.
მაგრამ მიუხედავად აი ამდენი დამსახურებისა ავთო ვარსიმაშვილმა
არ იცის ფილმის გადაღება ! და შესაბამისად ის ნიჭიერი მსახიობებიც თამაშობენ საშინალად.
"ყველაფერი კარგად იქნება"-ს რომ ვუყურებდი, მეგონა
კინოს კი არა, იუმორინას ერთსაათიან რეკლამას ვუყურებდი ( აუ რა კარგი შედარებაა. ზუსტად - იუმორის ხარისხიც და გადაღების ხარისხიც იუმორინასია. ხანდახან ისე მომწონს ჩემი ნაწერი....

)
ჰო და 2. ამათ ფილმს რომ ვუყურებ ვხვდები რომ ამათმა იციან რა არის
კინო. მესმის რომ ეს არ არის ფელინი, ალმადოვარი და გინდათ დანელია. რაც არის იმაშიც ბევრი ხარვეზია, მაგრამ ფაქტია რომ გადაღების ხარისხი მისაღებია
დღევანდელი ქართული კინოსთვის. ფაქტია რომ გადაღებულია, როგორც
კინო და არა როგორც სატელევიზო სპექტაკლი.
მე რა თქმა უნდა "რაც ყველაზე ძალიან გიყვარსის" ფანი არ ვარ და სულაც არ მინდა ქართული კინოს მომავალი ესეთი ფილმები იყოს. მაგრამ ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საბოლოოდ მოიტანს შედეგს ძალიან მარტივად - "იდიოტოკრატიის" და "გოგონა სლაიდიდანის" და მსგავსი ფილმების გადამღებები/დამფინანსებლები მიხვდებიან რომ ასეთი ფილმები წამგებიანი კომერციულად და ეცდებიან გააუმჯობესონ ხარისხი. "რაც ყველაზე ძალიან გივყვარსის" დონეზე მაინც, იმიტომ რომ როგორც ვიცი მეტნაკლებად დიდი შემოსავალი ჰქონდა ამ ფილმს შარშან. და "რაც ყველაზე ძალიან გიყვარსი" თავის მხრივ შეეცდება რომ ხარისხი არ დააგდოს, ჰორიზონტზე გამოცენილი ცხრათავიანი კონკურენტების შიშით...
ასე, რომ მიუხედავად ბევრი მინუსისა "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს"
ამ ეტაპზე მისაღები ფილმია. აი 5 წლის მერეც თუ ისევ ეს ხარისხი დარჩა მაშინ მართლა დაგვერხააა.....
მადლობა რომ ამხელა პოსტი წაიკითხეთ