
84 წლის ასაკში გარდაიცვალა პოპულარული ამერიკელი მსახიობი ლესლი ნილსენი, რომელიც ცნობილი იყო ფილებიდან “აეროპლანი”, “შიშველი პისტოლეტი”, “ძალიან საშიში კინო” და ა.შ.
როგორც მსახიობის აგენტმა ჯონ კელიმ განაცხადა, ნილსენი საავადმყოფოში გარდაცვლილა, რომელიც მის სახლთან ახლოს მდებარეობს შტატ ფლორიდის ქალაქ ფორტ–ლოდერდეილში სადაც მსახიობი ფილტვების ანთებაზე მკურნალობის კურსს გადიოდა.
წარმოშობით კანადელი ნილსენი ჰოლივუდში 1950–იან წლებში ჩამოვიდა, ამ დროს ის ნიუ იორკში უკვე ცნობილი იყო თავისი როლებით ტელესერიალებში.
მისმა სიმაღლემ, გამორჩეულმა სახემ და მდიდარმა მიმიკამ ნილსენი ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად აქცია ჰოლივუდში, თუმცა თავიდან მას მაინც უმნიშვნელო როლებს აძლევდნენ.
მსახიობის კინემატოგრაფიული კარიერა დრამატული როლებით დაიწყო, თუმცა მისი კოლეგები ყოველთვის ანიშნავდნენ, რომ კადრს მიღმა ნილსენი დიდი ხუმარა იყო.
მისი ნამდვილი სამსახიობო ამპლუა 1980 წელს გამოვლინდა, როცა ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი “აეროპლანი!”, რომელიც საერთაშორისო კინოგაქირავების ჰიტად იქცა. მას შემდეგ ნილსენს 30მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ნილსენი, მისი ასაკის მიუხედავად, აქტიურად განაგრძობდა გადაღებებში მონაწილეობას. უკანასკნელი კინო მისი მონაწილეობით, “ძალიან საშიში კინო 5″, კინოგაქირავებაში 2011 წელს უნდა გამოვიდეს.
მეწყინა ბავშვობიდან მევასება ეს კაცი
Did I ever tell you what the definition of insanity is? Insanity is doing the exact... same fucking thing... over and over again expecting... shit to change... That. Is. Crazy