ფილმს ნახვამდე რომ კეთილები და კარგები ვაგინოთ და ნახვის მერე კი დედა ვუტრიალოთ _ ეს უფრო ლაგიჩნი იქნება შენთვის?

თუ ტრეილერი იმისთვის იქმნება და ტრიალდება, რომ ფილმმა მაყურებელი მიიზიდოს, მაშინ, იმავე ლოგიკით, რატომ არ შეიძლება რომ მაყურებლის გარკვეული ნაწილი განიზიდოს? რა არის ამაში უცნაური?

ზოგადად, ტრეილერი არის ფილმის პირდაპირი ანარეკლი, ბევრი რამის დადგენა შეიძლება ტრეილერიდან, დაახლოებით 70% _ით იქმნება ფილმზე წარმოდგენა. და როცა ხედავ, რომ ეს 70% შეიცავს მხოლოდ მაყურებლის გასაცუცურაკებელ და ბავშვივით დამაინტრიგებელ სცენებს და მომენტებს _ მეტის მომლოდინე მაყურებლს გეკარგება ფილმისადმი ინტერესი. ამ დროს კი შენ იმ დარჩენილ 30%_ს იყენებ "ინტრიგის" მასალად და მე რიგით მაყურებელს "ოქროს მთებს" მპირდები სიუჟეტში. როგორ ფიქრობ, ჩემი 70% გადაწონის თუ შენი 30?
ასე ძნელი გასაგებია ეს ფენომენი მათთვის ვინც
"ჯერ ფილმი არ გინახავს და რა იცი" მოძღვრებას ქადაგებთ? ვისაც ამ მეთოდით არაერთხელ უსარგებლია და ფილმს ტრეილერით, პოსტერით, ქასთით, რეჟისორით, მოკლე რეცენზიით და სხვა პარამეტრებით ფაქტიურად ზედმიწევნითი სიზუსტით აფასებს თავიდანვე (ფილმის უნახავად) _ მათ უწოდებ ხელმოცარულებს?

რატომ კი მაგრამ, ფსიქოლოგიურ მომენტს ვერ ვხვდები _ რატომ უნდა წარმოგექმნას ამ დროს ადამიანისადმი ანტიპატია? ასეთი ადამიანი იქმნის მოლოდინს და დამაჯერებელი არგუმენტებით არწმუნებს თავს რომ არ ღირს მორიგი საათნახევრის დაკარგვა უშედეგოდ. გადაწყვეტილებასაც თავად იღებს... ასე რომ, პრეტენზიის არსი რაში მდგომარეობს ვერ ვხვდები...
გამაგიჟებთ რა )))