გუშინ ვიყავი კინოში ამ ფილმზე...
ეხლა კრიტიკა რო დავიწყო, სისულელე იქნება, არ მქონია რაიმე მოლოდინი, რომ სერიოზული ფილმი იქნებოდა, და შესაბამისად არც გამცრუებია იმედი

სახალისო ფილმი იყო...
რამოდენიმე ეპიზოდზე მაგრად ვიხალისე

მაგალითად იმ ჯეკოზე

მაგარი კვერცხი როჟა (როგორებიც მომრავლდნენ ქალაქში) გაიჩითა და გაახალისა ფილმი

თან ნანკა კალატოზიშვილი ხუთ წელზე მეტია მაგრად მევასება და მარტო მაგისთვის მიღირდა პირადად მე ყურება

ხო, ყველგან ვკითხულობ და აქქაც ვიკითხავ ბარემ, 5-6 წლის წინ, იმედის სატელევიზიო ფილმები რო იყო, ნოდარ დუმბაძის "ნუ გეშინია, დედა" გადაიღეს და ნანკა თამაშობდა დადუნას (მაგას რო ვუყურე მას მერე შეყვარებული ვარ ნანკაზე) და ვერსად მოვიძიე ეგ ფილმი და ვინმემ ხო არ იცით სად შეიძლება რო ვიშოვო?
როგორც მითხრეს 2007 წლის 7 ნოემბერს იმედი რო დაარბიეს, არქივი განადგურდაო, მაგრამ ხო შეიძლება ვინმეს დისკზეც ქონდა სახლში?
პ.ს. ერთადერთი რასაც გავაკრიტიკებ, არის უაზრო რეკლამები ფილმში - პეესპე, თელიანი ველი, ლუკოილი, კაპაროლი და ა.შ... ვთვლი რომ მაგრად გააბანძა ფილმი და გაღიზიანებაც გამოიწვია მაყურებელში, მაგრამ მეორე მხარეც მესმის, ფილმს გადაღება ხო უნდა, საქართველოში სამწუხაროდ სპონსორის გარეშე ძნელია ფილმის გადარება, ამ ####### სპონსორებს კი ტიტრებში მოხსენიება არ აკმაყოფილებთ...
This post has been edited by Frankens†ein on 24 Apr 2010, 11:06
Mens sana in corpore sano...