ვნახე ფილმის საიტი...
ამ ფილმს ისეთი ფილმის სუნი უდის, სადაც კომერციას ეწირება ხარისხი... მხატვრულ ხარისხს ვგულისხმობ და არა ტექნიკურს..
როცა მსახიობად აგყავს დუტა, და აგყავს არა იმიტომ, რომ კარგი მსახიობია (თუმცა შეიძლება არცაა ცუდი მსახიობი) არამედ აგყავს იმიტომ, რომ დუტა ცნობადი სახეა და პოპულარულია, რა შუაშია აქ კინო და შემოქმედება?
ან მაია ასათიანი და პროფილი...

პოპულარული გადაცემაა და მაგიტო?
ამავე მიზეზით აგყავს კალატოზიშვილიც
"მგზავრებიც" ამავე მიზეზით მონაწილეობენ - ახალგაზრდა თაობაში საკმაოდ პოპულარული ჯგუფია..
ნუ, შორენასა და მის ეროვნულ მკერდზე აღარაფერს ვამბობ..
ამეებს აღარ ჭამს მაყურებელი

სპონსორები ფილმს იმდენი ყავს, კაი გრუზინულ "პროდაქტ პლეისმენტებსაც" ვერ აცდებოდა პროდიუსერი, ალბათ

ვარსიმაშვილის ფილმისა არ იყოს - "რა კონიაკს მიირთმევთ? სარაჯიშვილს, რაღა თქმა უნდა"
ისე მაინც გააკეთეთ ეს რეკლამა, რო თვალში საცემი არ იყოს...
ამასთან რა შუაშია მარა 2012 ში ვნახე ბენტლის რეკლამა, ეგეთი არ გენახოთ არაფერი...
და პამპერსების კიდევ... ვისაც ნანახი აქვს, კი მიხვდება..
გინდა ადრენალინში, პუმას ბოტასის რეკლამა... ნუ, ჯეიმს ბონდზე აღარ ვამბობ არაფერს

ასე რო კაი სარეკლამო რგოლებიც იქნება ფილმში სავარაუდოდ
ხო...
მოკლედ, რაც საიტზე ვნახე, მგონია რომ სრულმეტრაჟიანი მუსიკალური კლიპი გამოვა

და ყველაზე ცუდი რაცაა, ესაა რომ იაფი კინოს ტენდენცია მკვიდრდება საქართველოში. კინო ორ ლარად...
This post has been edited by leppard on 31 Jan 2010, 15:10
A director must be a policeman, a midwife, a psychoanalyst, a sycophant and a bastard. (Billy Wilder)
ღმერთო შენ უშველე ქართულ კინოს... (c) რომელიღაც უზერი