ისე აქ ცოტა არ იყოს არასწორი ორიენტირებით მსჯელობს ხალხი..
ჯერ 1) შერონ სტოუნი გაშიშვლდა და ისიც მეძავი და ასეთი უაზრო შედარებები უადგილოა.. მარტივი მიზეზის გამო, შერონ სტოუნის პირად ცხოვრებას არავინ იცნობს ამ ფორუმზე.. აგრეთვე გაშიშვლება სხვა არის, მაგრამ მელოდრამაში (როგორც ამბობთ მელოდრამაა) აქცენტირებულად არ უნდა იყოს თუნდაც ეროტიული სცენები..
გაგახსენებთ ისეთ მსოფლიო შედევრებს, (მსოფლიო დონის რეჟისორების ნამუშევრებს) რომლებშიც სწორედაც ის ამერიკელები (რომლებსაც ასე დირექტულად ვედრებით) არ იყენებენ გაშიშვლებულ მკერდსაც კი..
მაშ ეხლა როგორ შევხედოთ ამ საკითხს ?.. ბრიუს რენდელი, მელ გიბსონი, ჰიჩკოკი, დარენ ტარსმენი, კიდევ (უამრავი და უამრავი) რეჟისორი, გოიმი, საბჭოური და ჩამორჩენილია ? ძალიან მაინტერესებს ამაზე რას მეტყვით ?..
..არის ერთი ფაქტიც.. ე.წ. "იუმორი" არსებობს ნამდვილი!, ანუ ხალასი გასართობი და სახალისო ჯანსაღი ინტელექტით დატვირთული იუმორი და ასევე არსებობს ამერიკული "დაბოლილი" იდიოტური და კრეტინული გონებაშეზღუდულთა კატეგორიისთვის შეთხზული "იუმორი" (ასეთი ბევრი ამერიკული ფილმია...) .. არჩევანი ამერიკალ ადამიანსაც აქვს და ქართველსაც რასაკვირველია

.. ფილმფის განვითარება და გრადაცია მაშინ ივსება ეროტიული სცენით (თუ ეს ფილმი თავად ეროტიკული ჟანრის არ არის) როდესაც რეჟისორის მხრიდან კომერციული მანიპულაციას აქვს ადგილი, .. დამერწმუნეთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქ (მიუხედავად არ აღიარებისა) სწორედაც შორენას თუ ვიღაცის ძუძუების სანახავად წავა..
მაგრამ შემდეგ აქ დაწერს რომ კარგი მელოდრამა იყო და ცხოვრებისეული პრაქტიკა შეემატა მას

.. მე არ ვამბობ რომ ფილმში არაფერი არ შეიძლება კარგი იყოს.. უბრალოდ ფარდობითია ეს და ყურადღება არ გაამახვილო დიდ ძუძუებზე მინიმუმ იმპოტენციის ნიშანია..
წარმოიდგინეთ ყველასათვის საყვარელი დიდი შედევრები.. მაგ 1996 მამაცი გული 1998 ქალის სურნელი 2004 დავიწყებული .....
"კუკუშკა" და რავიი მილიონობით რა.. წლების და ფილმების წერა მეზარება

.. და წარმოიდგინეთ ამ ფილმში ვიღაცა პოზებში ცვალებადობით კავდება სექსით და თან ძაან ერიტოული და აღმაგზნებელი გამომეტყველებებით.. ფილმის იდეა დაიმსხვრევა მაყურებლის თვალში ნაწილობრივ ? .. დამერწმუნეთ კი.. ეხლა ნაჩქარევად ნუ დამიწყებთ დაცინვას სად მამაცი გული და სად ეს ფილმიო.. მე ლირიული პარალელები გავავლე კინოსურათის იდეურად დატვირთვის საკითხში..
.....
სხვათაშორის არ შემიძლია არ ავღნიშნო
აღარ მახსოვს ვინ, (რადგან ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) თქვა, მაგრამ მაინც გავაკეთებ კომენტარს იმაზე, რომ საბჭოური წყების დროინდელ ფილმებზე წავიკითხე შედარება ,,
..იმ დროინდელი ფილმების მეხუთედს აკეთებდნენ დღეს დიდი მიღწევა იქნება
დრო განვითარდა არ ნიშნავს ეროტიკა გატენო ფილმში .. ფილმის სტრუქტულოგია, ტექსტოლოგია და იდეოლოგია უნდა გამდიდრდეს...
ჩვენდა სამწუხაროდ უცხოელები ამას აკეთებენ.. ჩვენ ვერა..
აქ ვიღაცამ ისიც აღნიშნა , რომ შიშველი მკერდი უკვე ამერიკაშიც აღარ არის მოდაშიო და თითქოს იქ უკვე პორნოგრაფიებია ჩვეულებრივ ფილმებში..
მინდა გაეცნოთ ამერიკულ და ევროპულ კონსტიტუციებს ახალ წლებში..

ის ხალხი იმ გრადაციამდე მივიდა რომ ეს არ არის საინტერესო და საქსის ფაქტის დეტალურად (ორგანულად) აღწერაში იდეოლოგია და განცდა არ ყალიბდება ....
უფ რამდენი დამიწერია ..
აბა ჰეთ !....
უი უი უი
დამავიწყდა..
უკაცრავად

ვინც ასე "თანამედროვედ და უკომპლექსოდ" იცავს შორენას (თუ რა ქვია არ მახსოვს..) ძალიან მაინტერესებს მისი და , ან ვინმა ნათესავი, ან დეიდა, ან თავად მშობელი დედა რომ თამაშობდეს ასეთ სცენებს იგივე იქნება დამოკიდებულება მაშინაც ?
ჩვენ ხომ გვინდა "თანამედროვეობა" ? ..
ეს არ არის ირონიული შეკითხვა, გულწრფელად მაინტერესებს ამაზე პასუხი ?..
ეხლა კი ნამდვილად წავედი

პატიებას გთხოვთ თუ კი ვინმეს ვაწყენინე ჩემი პოსტით

პკ