MindFucker
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 137
წევრი No.: 111875
რეგისტრ.: 8-February 10
|
#19097843 · 17 Apr 2010, 21:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდელირებული ოცნების ქალაქი POSTED BY AGASFER SATURDAY, APRIL 17, 2010 15 აპრილს "ოცნების ქალაქის" პრემიერას დავესწარი. სტუმრებმა მოსვლა რვა საათიდან დაიწყეს. 9 საათზე კინოთეატრი ამირანი პიკის საათის მეტროს დაემსგავსა..
მართლაც რომ, ნემსი არ ჩავარდებოდა.. ყველაფერი ისე იყო, როგორც ეს ამერიკულ, უფრო კონკრეტულად, ჰოლივუდურ ოცნებაში წარმოგვიდგენია.. წითელი ხალიჩა, პაპარაცები, აჟიოტაჟი, ბევრი სასმელი და ნამდვილი ბურჟუაზიული საზოგადოება - ცნობილი მსახიობები, ჟურნალისტები, ტელევარსკვლავები, მომღერლები, პოლიტიკოსები, მოდელები, კომპოზიტორები. უცნაური გარეგნობის და ჩაცმულობის, უცნაური მისწრაფებების და აზროვნების უამრავი ადამიანი.
ეს ნამდვილად იყო მოდელირებული ჰოლივუდი.. საღამოს ვარსკვლავი ულამაზესი შორენა ბეგაშვილი იყო - გამუდმებული ყურადღების ცენტრში თავისი ვარდისფერი კაბით. შორენა შვილთან, პატარა ევასთან ერთად იყო მოსული.
უცნაური იყო ნანკა კალატოზიშვილიც - შავი საღამოს კაბით, ელეგანტური. დამეთანხმებით, რომ უცნაურია.
ყურადღებას იპყრობდა რეჟისორ დავით იმედაშვილის მომხიბლავი მეუღლე ანნა იმედაშვილიც.. გვანცა დარასელიამ დაიგვიანა. წითელ ხალიჩაზე მის გამოჩენას ჟურნალისტები ოვაციებით შეხვდნენ. სამაგიეროდ, ნამეტანი ადრე მოვიდნენ რატი დურგლიშვილი და მაია ასათიანი და თავი "ამირანის" ლეტერატურულ კაფეს შეაფარეს. მაია აღფრთოვანებული იყო სილამაზით.. ალბათ ინტერიერის სილამაზე იგულისხმებოდა, მართლაც, ღვინის ჭიქები და სანაყინე საოცრად ალამაზებდა იქაურობას. ("შუტკა", როგორც "ოცნების ქალაქის" ერთ-ერთი გმირი იტყოდა).
მოკითხვები, არაოფიციალური დეფილე და ინტერვიუები დიდხანს გაგრძელდა. დარბაზში სუნთქვის საშუალება აღარ იყო და ის ის იყო წასვლას ვაპირებდი, სანამ გულწასული სულგამფრთხალი მეტლახზე ტვინს დავასხამდი, რომ გვამცნეს, ფილმის ჩვენება იწყებოდა..
ოფიციალური ნაწილი ფილმის პროდიუსერების და რეჟისორის მისალმებით დაიწყო. სცენაზე ავიდნენ ფილმის გმირებიც.. განსაკუთრებული არაფერი, თუ არ ჩავთვლით ნანკა კალატოზიშვილის მამისმკვლელ სახეს, როცა ყვავილების თაიგული მაკდონალდსური ღიმილით გადასცეს.
ფილმი დაიწყო... რა შემიძლია ვთქვა.. ალბათ განწყობით უნდა დავიწყო.. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ქართველი რეჟისორები ახალ-ახალი ფილმებით გვანებივრებენ. ყველას ერთი აქვს საერთო - ყველა საშინელებაა, კოშმარი და სტიქიური უბედურება, შეიძლება ითქვას. ასე რომ, მეც ბევრს არაფერს მოველოდი. ალბათ პირველი რეაქცია, როცა ფილმის ტრეილერს უყურებ, ისაა, რომ ყელშია ამოსული ნანკაც, დუტაც და ბევრი სხვა ცნობილი ტელე, კინო თუ თეატრის ვარსკვლავი. მაგრამ, ჩემი აზრით, გვერდით რომ გადავდოთ ამ მსახიობების ტელე და თეატრალური მოღვაწეობა, "ოცნების ქალაქი" მათი სავიზიტო ბარათი გახდებოდა..
თუნდაც ეკა კახიანი.. ყველამ კარგად და ყველგან ვიცით. "ოცნების ქალქში" ძალიან პატარა, რამდნემეწუთიანი, მაგრამ შთამბეჭდავი, სახასიათო და საინტერესო როლი აქვს. ფილმი არის ძალიან ლამაზი, შეიძლება მართლა დაგეჯეროს, რომ თბილისი ლამაზი და ევროპული ქალაქია. არაჩვეულებრივი მუსიკა... მგზავრებს ერთ-ერთი მთვარი ადგილი უკავიათ.. გარდა იმისა, რომ თითქოს მათი ისტორიაა გადმოცემული, ფილმის სიუჟეტიც მათ ირგვლივ ტრიალებს და სრულდება გადაცემა "პროფილში". მართლაც რომ, შთამბეჭდავად. საერთო ჯამში, ძალიან სახალისო და რომანტიკულია. ეფექტურია ეპიზოდური როლებიც, მაგალითად ტაქსისტი - ნაცნობი თბილისური ჟესტიკულაციით და დამახასიათებელი საუბრით. გულიანად ვიხარხარე. ცალკე თემაა მთავარი გმირის "სამი დაქალი". გვანცა დარასელია, ანნა იმედაშვილი და რუსკა მაყაშვილი.. ტიპური თბილისელი 'სვეცკი' და ძალიან სასაცილო გოგონები. პაატა პაპუაშვილი, ჯეკო - იმდენად ბუნებრივად ასრულებს საშინლად "მეშჩანი" თბილისელი მდიდარი მამიკოს შვილის როლს, რომ ალბათ არ უნდა გაუკვირდეს, ქუჩაში მოსეირნეს ვინმე თუ მიაწყევლის, დააყაჩაღებს ან დამარცვლილი სიტყვებით დაელაპარაკება. ფილმში შეხვდებით ბევრ ეროტიკულ სცენას და რეკლამას.. მაგრამ ოპერატორების და რეჟისორის პროფესიონალიზმს თუ დავაბრალებთ, რომ არც ერთი არაა გამაღიზიანებელი, განსაკუთრებით პირველი. მგონი არც ისე იოლია, გადაიღო შორენა ბეგაშვილი სექსის დროს და ეს სასაცილო იყოს, უფრო სწორად, ამის ყურებისას, მაყურებელს ეცინებოდეს. ფილმს აქვს უარყოფითი მხარეებიც, რა თქმა უნდა.. ფილმში შეხვდებით მსახიობებს, რომელთა თამაშიც, შეიძლება, ხელოვნურად მოგეჩვენოთ, ან მისი რომელიმე სპექტაკლის რომელიმე პერსონაჟი გაგახსენოთ.. მაგრამ ეს ეპიზოდურად.. წვრილმანია.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ესაა ლამაზი სიყვარულის ლამაზად გადმოცემული ლამაზი ამბავი - ლამაზი ადამიანებით.
|