vampiriaმე კიდევ მევასა იმენნნა საკაიფო სმს ი იყო და თან ნატახტარი არა უფრო რაღაც ობლონი ან რამე ეგეთი იყო.

)) ნოვატორულია ნახავ და შემდეგ პროექტში ფულს ჩადებ.

))
chegesto ძალიან გთხოვთ ერს დეგრადირებულს ნუ უწოდებთ. თანაც ჰოლივუდის კანონებით ანშლაგი ნიშნავს წარმატებას. იმაში გეთანხმები, რომ ნამდვილად არ ნიშნავს შედევრს და მეტიც ეს ფილმი შორს არის იდეალურისაგან, მაგრამ უკვე წარმატებულია. ვულოცავ!!!
* * *
“ოცნების ქალაქი” – საოცნებო სარეკლამო რგოლი
April 15th, 2010 zurriuss
დავიწყოთ ასე:
აბა, რა უნდა ექნათ?…
ფილმის ბიუჯეტის ნახევარი იმ ფირმების დამსახურებაა, რომელთაც თავიანთი რეკლამა განათავსეს, ხოლო ფილმის დამსახურებაა, რომ რეკლამას ქრონომეტრაჟის ნახევარი დაახარჯა. დაგვრჩა 45 წუთი და მეც მასზე ვისაუბრებ. ვეცდები, მოკლედ…
როცა დიდი ისარი 12-ისკენ მიილტვოდა, პატარა კი – 9-ისკენ, “ამირანში” 20 წუთის მისული ვიყავი. კოჭლნარევი სიარული, რაც გრეგორი ჰაუსის უთუო ზეგავლენაა, ეხმარება ჩემს ფეშენ ხალხის გარემოცვაში მყოფ არარაობას, კომპლექსში არ გადაიზარდოს. თუმცა, რა დროს კომპლექსია, აქ ხომ მოწვეული ბლოგერი ვარ!
ივენთი იყო მაგარი, ნორმალური და მაგარი. ფეიერვერკები, უზარმაზარი “გიიიიიიიიიიიიიიიიიიიილოცავთ” და რაიმე მსგავსი სიშპაგატე არ ყოფილა. მხოლოდ ღვინოები, ნატურალური სასმელები, წითელი ხალიჩა და ბეეეეეევრი ხალხი.
იქ ყველანი იყვნენ: მსახიობები (მახინჯები, ლამაზები, გემოვნებიანები, უგემოვნოები და მათი კომბინაციები – მახინჯ–გემოვნებიანები, ლამაზ–უგემოვნოები), მომღერლები, ჟურნალისტები, ტუსოვშიკები, გეები, ძაააააააააან ეგეთი ხალხი რომაა და არავინ რომ იცის ვინ არის – ეგეთებიც… ანუ ნამდვილი ივენთი იყო.
წავიდა ჩემი ნაცოდვილარი ფოტოებიიიი
მაია ასათიანი – შევთანხმდეთ, რომ ეგეთია
ნატო მეტონიძე – ჩემი აზრით, ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი, თავმდაბალი და პროფესიონალი მომღერალი. ერთი გამიტყდა, რომ ეწევა (მომღერლებს ამას ვერ ვპატიობ)
მეორე სართულზე მაღალი საზოგადოებისათვის განთავსებულ ადგილებს ამორძალები იცავენ
ირინა ონაშვილი (მარჯვნივ) და მისი მეუღლე ლადო ვარძელაშვილი (მარცხნივ)
ნიკა მემანიშვილი განა მარტო იმიტომაა მაგარი, რომ პირველად მე შემხვდა და გადამკოცნა, არამედ იმიტომ, რომ უნიჭიერესი და უკეთილშობილესი ვინმეა
...ამასობაში ისიც მოვიდა: ყველაზე სკანდალური, მრავალ მილიონერს "აყოლილი", სექსუალური ფანტაზიების წყარო – შორენა ბეგაშვილი. ვისთან ერთად მოვიდა არ გაინტერესებთ? ევასთან, საკუთარ შვილთან ხელიხელგაყრილი
დუტა ახალგაზრდულად მომეჩვენა. აი, რამდენს ნიშნავს წვერის გაპარსვა.
დანარჩენ სურათებს სვითის აპარატით ვიღებდი. გავიდა ერთი საათი და შევედით…
ხარისხი
ძალიან კარგი იყო. ფერები და ტონები ძალიან მომეწონა. მიუხედავად ახალი წლის სიჭრელისა, კადრები გოიმობასა და ზიზილ–პიპილობაში არ გადადიოდა. შიგადაშიგ ნანკა კალატოზიშვილის გმირის წითელი ფეხსაცმელები მშვენიერ კონტრასტულ კადრებს ქმნიდა.
მსახიობები
მეტ–ნაკლებად ყველა მომეწონა. შორენა ბეგაშვილმა, რაც შეეძლო, ითამაშა. ყველამ ვიცით, ეგ რა მიზნითაც გადაიღეს, მაგრამ პირადად მე ძალიან მომეწონა. ნორმალურზე უკეთესი იყო, რადგან ძალიან ლამაზია ნანკა და აჩო – კარგები არიან. ნუ ნანკა ხომ არის და არის. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე რაც თეატრში მინახავს, იქ ძალიან მაგრად თამაშობს. აქ მას არ ჰქოდა ისეთი შინაარსიანი როლი, რომ სრულად გამოევლინა თავისი შესაძლებლობები. გოგა ბარბაქაძის ნიჭი უფროდაუფრო მაოცებს: ახლა სერიოზული და ზოგჯერ აგრესიული ადამიანის როლი მშვენივრად ითამაშა! დანარჩენებიც არიან, რააა
ახლა რეკლამა, არა…
რეკლამა
ამდენი სარეკლამო რგოლი ერთად მე არ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ეცადნენ, რაც შეიძლება, არაგამაღიზიანებლად გამოჩენილიყო, ცოტათი მაინც ამომივიდა ყელში. მაგრამ რა ექნათ, ყველა ხომ უნდა მოხვედრილიყო შიგ? როცა GEOWOOD გვექნება (თუკი ტყეც კიდევ შემოგვრჩა), უკეთესებს გადავიღებთ “სარეკლამო სვეტების” გარეშე.
რაც ყველაზე ძალიან მაღიზიანებდა, იყო აუდიტორია, რომლის გარკეული ნაწილი ძალით (იმედი მაქვს) იცინოდა და ხარხარებდა. ვინაიდან ბლოგერები პირველ რიგში ვისხედით და თავაწეული მივჩერებოდით ეკრანს, ყველა მხრიდან წამოსული გადამეტებული ტაშისა და ხორხოცის ნაკადი ჩვენი მიმართულებით ასკდებოდა, რაც ზოგჯერ შეუძლებელს ხდიდა, ფილმში სიტყვები გამეგო.
თუ გეცინება, გაიცინე, მაგრამ პირს იმხელაზეც ნუ გააღებ, რომ შენი კუჭ-ნაწლავიდან წამოსული ყროყინის ვარიაციები სხვას ყურებში ძალით შეტენო!
…ეს არის და ეს. ვისიამოვნე, ვერც ვისიამოვნე. მომეწონა, ვერც მომეწონა. მაგრამ, როგორც ნათქვამია, მოსაწვევს ივენთი არ ესინჯებაო, მეც აქ გავჩერდები და დიდ მადლობას გადაგიხდით, ვინც ამ ხაზამდე გმირულად ჩამოაღწიეთ
დანარჩენი პოსტები იხილეთ აქ:
Read more:
http://zurriuss.ge/ocnebis-qalaqi-advertis.../#ixzz0lRKGGESN This post has been edited by MindFucker on 18 Apr 2010, 12:45