გაუნაწილეთ სხვებს
THURSDAY, APRIL 15, 2010
ოცნების ქალაქი ანუ ქართული კინემატოგრაფია ცოცხალმკვდარია
თბილისი თითქოს ჩვეულებრივი ქალაქია და ყველა იმაზე ვწუწუნებთ რომ არაფერი ხდება და არც მოხდება, მაგრამ დავით იმედაშვილს (”ოცნების ქალაქის”ავტორი და რეჟისორი) და ირაკლი სოლომონაშვილის (”ოცნების ქალაქის” სცენარის ავტორი ) შთაგონების წყარო მაინც გახდა ეს რუხი და მოსაწყენი ადგილი.
14 აპრილის საღამოს 9 საათზე ფილმი ”ოცნების ქალაქის” პრემიერა იყო.
8 ბლოგერი სპეციალურად გამოყოფილი მოსაწვევებით ვესტუმრეთ კინოთეატრ ამირანს.
პრემიერა პრემიერად (გვინდა ჰოლივუდური იყოს ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ გავცდით ჯერ თბილისურს) თუმცა კარგად ორგანიზებული ფურშეტი, ლამაზი შესასვლელი ხალიჩით და შესასვლელი მოფენილი ვარდის ფოთლებით - ყველაფერი ჟრუანტელს იწვევდა.
ვის აღარ ნახავდით ფოიეში - მსახიობები, მომღერლები, კომპოზიტორები, ბლოგერები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და უბრალოდ ნაცნობ – მეგობრები…
ყველა საუბრობდა, განიხილავდაფილმს, მოლოდინებს უზიარებდა ერთმანეთს.
ჯამში სიტუაცია ფილმის დაწყებამდე მეგობრული და რაღაცნაირად უშუალო იყო, მიუხედავად ბუმბულებისა რომელიც ყველას თან გვქონდა და ვაქანავებდით მედიდურად.
ცნობილი სახეები გულითადად თანხმდებოდნენ ნებისმიერს ფოტო აპარატის წინ პოზიორობაზე, რაც ძალიან მისასალმებელია.
დაახლოებით ერთი საათი ლოდინის შემდეგ საზოგადოებამ იწყო დიდ ნაკადებად დარბაზისკენ მოძრაობა, ბლოგერებიც არ ჩამოვრჩით და მწკრივში იდაყვის კვრით შევჩოჩდით დარბაზში.
ძალიან ცუდი იყო ის რომ ადგილები რატომღაც პირველ რიგში გვერგო მოსაწვევების მიხედვით , ხოდა ცოტა კისერ მოღერცილები და თვალები ატრიალებულები გამოვედით, თუმცა რა ვქნათ ჯერ სათანადოდ ვერ გვააფასებენ

თუმცა არა, ვინტრიგანობ ეხლა კაცო.
ჰოდა მოდით გადავიდეთ ფილმზე, ჩემს აზრებს პუნქტებად დავყოფ რომ ძალიან აბდაუბდა არ გამოვიდეს, მაშ ასე:
სცენარი
სცენარის ავტორთან ჩახუტება მინდოდა ფილმის პირველივე კადრებიდან და დიალოგებიდან. ამ ადამიანს გენიალურად ჰქონდა ჩასმული და დამუღამებული თბილისური მარაზმები. არც იუმორი აკლდა და არც სერიოზულობა ყველაფერს.
რეჟისურა
ვერაფერს იტყვი, მართლაც კარგად იყო ყველაფერი გაკეთებული, ხარისხიანად და არაფერი არ იყო გამაღიზიანებელი , ფილმში სარეკლამო ხრიკებიც კი.
მუსიკალური გაფორმება
შეიძლება ჯგუფ მგზავრებს არ მოვუსმინო ისე ჩემთვის, მაგრამ უდავოდ გენიალურად ჯდებოდა მათი როგორც როლი ფილმში, ისე სიმღერები. სიმღერის ტექსტები , მელოდია და უბრალოდ განწყობა ძალიან კარგად იყო შეხამებული ერთმანეთთან.
მსახიობები
ეს ცოტა მტკივნეული თემაა და მოდით ვთქვათ სიმართლე, ქართველ მსახიობებს აქვთ უნარი გენიალურად ითამაშონ თეატრის სცენაზე , მაგრამ როდესაც მუშაობა კამერასთან უხდებათ ძალიან მოიკოჭლებენ. ადგილ ადგილ მიჩნდებოდა შეგრძნება, რომ ისინი იმ მომენტში ხედავდნენ რა კამერას , ეგვერე ზამბარებივით იძაბებოდნენ რაც ძალიან ცუდად ხვდება თვალში, მაგრამ ამ გამოუცდელობის ფონზეც კი ფილმი კარგი საყურებელია.
საბოლოო ჯამში ”ლიაფსუსების” მიუხედავად ფილმზე უზომოდ ბევრი ვიცინე, ძალიან მოვდუნდი. ფილმი არაა დატვირთული ზედმეტად დრამატული მომენტებით, რაც მას მსუბუქს და ძალიან სასიამოვნოს ხდის. მსახიობები ძალიან უხდებიან როლებს ჩემი აზრით (ნანკაც კი რომელიც ძალიან ყალბია ჩემთვის და ძალიან არ მიყვარს)
სექსუალური სცენები – ეს როგორ გამომრჩა . ძალიან კარგადაა გაკეთებული სექსუალური სცენებიც, გამიკვირდა კიდეც, რომ ქართულ ფილმს ვუყურებდი და არა რაღაც ჰოლივუდურ მელოდრამას.
საბოლოო ჯამში შემიძლია გითხრათ ეს ფილმი ძალიან გავს ამერიკულ ფილმებს რომელიც ამერიკაზეა ხოლმე, იქაური ხუმრობებით და კაიფებით. მერწმუნეთ ზუსტად ამ ჟანრში გადაღებულ ჰოლივუდურ ფილმებს არ ჩამოუვარდება მამენტ.
ჩემი შეფასება? დადებითი 8/10 – ძალიან კარგი, ერთჯერადი ფილმია ,რომელიც ძალიან კარგ განწყობას გიტოვებს ფილმის შემდეგ კიდევ დიდი ხანი!
ოფიციალური ვებ გვერდი -
http://ocnebisqalaqi.ge/ პ.ს ჩემი რჩევაა თუ ჯერ არ გინახავთ თრეილერი არ ნახოთ! უფრო კარგი შეგრძნებებით დაიწყებთ ფილმის ყურებას!
აქვე რამოდენიმე ფოტო BackStage-იდან (ავტორი თამთა ჭოჭუა)
_ფილმის შემდეგ 8 ბლოგერი მშვიდად დავსხედით ერთ ჩუმ და მშვიდ ადგილას, სადაც ენები დავიქექეთ ფილმზე და სხვა საჭირბოროტო თემებზე საუბრით.
სულ მალე თქვენ ნახავთ მეზობელ ბლოგზებზე დაწერილ მიმოხილვებსაც! არ გამოტოვოთ ისინიც, რაც მე გამომრჩა მათთან წაიკითხავთ!!
პრემიერაზე მყოფი ბლოგერები არიან :
http://www.zur.ge/http://www.dianiko7.wordpress.com http://www.diasworld.wordpress.comhttp://Sweet.gehttp://zurriuss.ge/http://gabo.ge/http://embrioni.blogspot.com/http://landish.ge/ * * *
14 აპრილიდან.. სიყვარულს ვერსად დაემალები
POSTED BY AGASFER SATURDAY, APRIL 10, 2010
თუკი სასიყვარულო ოცნება ახალი წლის ღამეს არ ახდება, ნუ იდარდებთ, წინ ვალენტინობის დღესასწაულია! ამ მარტივ ჭეშმარიტებაში ადვილად დაგარწმუნებთ სანდროს და ნინის სიყვარულის ისტორია, რომელიც თანამედროვე თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში გათამაშდება.
მალე თბილისის კინოთეატრებში ქართველ კინომანებს დიდი სურპრიზი გველოდება.
14 აპრილს ეკრანებზე ახალი ქართული ფილმი, ლირიკული დრამა, დავით იმედაშვილის "ოცნების ქალაქი" გამოჩნდება.
დავით იმედაშვილი რენი ჰარლინის გახმაურებული ამერიკული ფილმის "Georgia"-ს პროექტის ავტორი და პროდიუსერია.
ფილმი გადაღებულია კლასიკური ამერიკული რომანტიკული კომედიის სტილში. ტრადიციული პრობლემებით - სიყვარული, ღალატი, იმედგაცრუება, თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა. მეთოდებიც ნაცნობი, ტრადიციული და მადისაღმძვრელია.. უფრო კონკრეტულად, ქვემოთ ვისაუბრებ.
მაშ ასე, ფილმის გმირები:
ნინი
მდიდარი და წარმატებული მამიკოს ერთადერთი ქალიშვილი. ფილმის მთავარი გმირი. იმის მიუხედავად, რომ ამ როლს ნანკა კალატოზიშვილი ასრულებს, ნინი არც ნარკომანია, არც ტუტუცი და ქარაფშუტა, არც მეძავი და არც ანგარებიანი. ამ ყველაფერისთვის უკვე შორენა ბეგაშვილი არსებობს.
სანდრო
სიმპატიური, ძალიან მორიდებული, მეოცნებე, უზომოდ რომანტიკოსი და ბარმენი, რომელიც, თურმე ასევე ადამიანია. ნინიზე შეყვარებული ახალგაზრდა, რომელსაც არჩილ სოლოღაშვილი ანსახიერებს. არჩილის სანდროს როლმზე დამტკიცება, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა.
ირაკლი
დუტა სხირტლაძე. ბარის მეპატრონე, ფილმის მთავარი გმირის მომაბეზრებლად მზრუნველი მამა.
ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ბატონი დუტას გამოჩენა ყველა პროექტსა და ფილმში უკვე მომაბეზრებელია, მაგრამ მზრუნველი მამიკოს როლში ჯერ ხომ არ გვინახავს? არა. ამიტომ, ერთად დაველოდოთ 14 აპრილს.
ჯეკო, იგივე ჯემალი
სიმპატიური და სასურველი, ყველა ქართველი ქალიშვილის ოცნებების აგრეგატორი. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მამამისის ჯიბის სისქის დამსახურებით. პოპულარობის მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი. ანუ, პაატა პაპუაშვილი ყველასთვის ნაცნობ და გამაღიზიენებელ, ტიპური თბილისელი მამიკოს ბიჭის როლს ასრულებს.
მაკა
მაკა მეძავია, ძვირადღირებული და ელიტური. შორენა ბეგაშვილი ვნების და სექსის საინტერესო და ინტიმურ სამყაროში კიდევ ერთხელ გვეპატიჟება. სხვა თუ არაფერი, იმას მაინც ვნახავთ, როგორ შეიძლება ფეისბუქში ჩეთაობა, მობილურზე ლაპარაკი და სექსი - პარალელურ რეჟიმში.
მაია ასათიანი
ცნობილი ჟურნალისტი მაია ასათიანი ფილმში თავის თავს ანსახიერებს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს მორიგი სურპრიზია. მაიას გამოჩენამ ნიჭიერში, სრულიად განსხვავებულ ამპლუაში, მის მიმართ ინტერესი გაზარდა. რომანტიკულ კომედიაში მისი ხილვა კი - ორმაგად დამაინტრიგებლად მეჩვენება.
ფილმში შეხვდებით ყველასათვის საყვარელ გოგა ბარბაქაძეს, შოთა ქრისტესაშვილს, ეკა კახიანს და ნინის ლამაზმან დაქალებს, კიწის, თინჩოს და ტატას, ანუ ანა იმედაშვილს, რუსკა მაყაშვილს და გვანცა დარასელიას.
საინტერესო როლი აქვს ქეთი ფარცქვანაიასაც, ის მაკას მეგობარი და 'თანამშრომელია'.
თუმცა, ზემოთხსენებული მსახიობების გარდა ფილმში კიდევ ბევრ ცნობილ ადამიანს ნახავთ. მაგალითად ზაალ უდუმაშვილს და დიანა ჯოჯუას.. თუ რატომ, როგორ და ა.შ. .. ამას 14 აპრილს შეიტყობთ.
უნდა აღინიშნოს ფილმის ძალიან კარგი საუნდტრეკი. ცნობილი 'მგზავრები' ფილმის პერსონაჟებადაც გვევლინებიან. ისინი სანდროს მეგობრები არიან და წინ მრავალი საინტერესო თავგადასავალი ელოდებათ.
პროდიუსერები: დავით იმედაშვილი, ნინო გამრეკელი, გეგა ფალავანდიშვილი (გოგოებო, ეცით);
აღმასრულებელი პროდიუსერები: გიორგი იმედაშვილი, ბესო სოლომონაშვილი;
მუსიკა: ჯგუფი "მგზავრები"
საპროდიუსერო კომპანიები: DIS PICTURES, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"
myvideo.ge-ს ოფიციალური არხი
ოფიციალური ვებგვერდი
ოფიციალური ფენ-ფეიჯი ფეისბუქზე
ფილმის ოფიციალური ტრეილერები
* * *
ოცნების ქალაქი
’’ოცნების ქალაქს ‘’ რამდენიმე თვე ველოდით... ფილმის გადაღება ზამთარში დაიწყო, აპრილში დასრულდა და რამდენიმე დღეში, პრემიერაც შედგა.
კინოთეატრ „ამირანში“ ორგანიზებულ საღამოზე შეეცადნენ ყველაფერი ყოფილიყო ისე, როგორც ჰოლივუდში...
ვარდის ფურცლებით მოფენილი წითელი ხალიჩა, „ალაფურშეტი“, პომპეზურად გამოწყობილი სტუმრები, მსახიობები, მომღერლები...
ფოტოგრაფების წინ პოზიორობა წითელ ხალიჩაზე, გულახდილი საუბრები ჟურნალისტებთან...
შორენა ბეგაშვილი:
,,ჩემი პირველი და მეორე ფილმის დროს ძალიან ვნერვიულობდი. ახლა უკვე აღარ მახსოვს ეს მერამდენე ფილმია და ნერვიულობაც თავისით გაქრა’’.
ნანკა კალატოზიშვილი:
,,ფილმი არ მაქვს ნანახი საერთოდ, სპეციალურად არ ვნახე, ძალიან ვნერვიულობ’’.
კინო-გმირისგან განსხვავებით, ნანკა რეალობაში შეყვარებული არ არის, თუმცა, ღამის კლუბის მდიდადი მეპატრონის ქალიშვილის, ნინის სიყვარულს, რომელსაც კლუბის მიმტანი, რიგითი თბილისელი ბიჭი, სანდრო უყვარს დარბაზში ბევრი გულშემატკივრობდა.
ფილმში აღწერილი სანდროსა და ნინის ლამაზი „ლავ სთორი“ ოთხმოცდაათი წუთის მანძილზე, შენც ოცნების ქალაქში გამყოფებს, და იწყებ ოცნებას, იმაზე, რომ რეალურ ცხოვრებაშიც, ყველაფერი „ჰეფი ენდით“ სრულდებოდეს.
ფილმის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილს ეკუთვნის, რეჟისორი დავით იმედაშვილია - გახმაურებული ჰოლივუდური ფილმის ‘’GEORGIA’’ს იდეის ავტორი და პროდიუსერი.
დავით იმედაშვილი :
,, ფილმში ყველაფერი რეალურია, ოცნების ქალაქში ბევრი ოცნება ხდება. თუ რაღაც ძალიან გინდა, ასრულებას აუცილებლად შეძლებ’’
ფილმის ყველა პერსონაჟი ცნობადი სახეა. მათ შორის არიან: ნანკა კალატოზიშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, დუტა სხირტლაძე, პაატა პაპუაშვილი, შორენა ბეგაშვილი, ეკა კახიანი, „მგზავრები“, შოთა ქრისტესაშვილი, გოგა ბარბაქაძე, რუსკა მაყაშვილი, გვანცა დარასელია, ანნა ბარდაველიძე, მაია ასათიანი...
ფილმის ერთ-ერთი მონაწილე, ანნა ბარდაველიძე, რეჟისორის მეუღლეა და პროფესიით ფსიქოლოგი, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მსახიობის ამპლუაში
ანნა ბარდაველიძე:
‘’ მე ვიყავი კასტინგის დირექტორი და ვფიქრობდი იმაზე, ვინ ამეყვანა ამა თუ იმ როლზე... მოულოდნელად, მოხდა ისე, რომ თვითონ გავხდი ამ ფილმის ერთ-ერთი მსახიობი. ჩემი სამსახიობო გამოცდილებით კმაყოფილი ვარ, თუმცა ვფიქრობ მეტის გაკეთებაც შემეძლო.’’
მელოდრამაში ჩართულია რამდენიმე ეროტიული სცენა შორენა ბეგაშვილის და ქეთი ფარცვანიას მონაწილეობით.
რომანტიკულ განწყობას განსაკუთრებით ‘’მგზავრების’’ სიმღერები ამაღლებს.
ტელე-წამყვანი მაია ასათიანი ფილმში საკუთარ თავს განასახიერებს, ამიტომ თავი მსახიობად არ მიაჩნია:
,,ეს ჩემი პირველი ფილმია, თუმცა, როლი არ მაქვს, ჩემს თავს ვთამაშობ. მოქმედება ფილმის ერთ-ერთ სცენაში „პროფილში“ ვითარდება, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ჩვეულ ამპლუაში ვარ’’.
როგორც ფილმის შემქმნელები ირწმუნებიან, სურვილის შემთხვევაში, ყველა ოცნება ხდება, ასე რომ, თქვენც იოცნებეთ ‘’ოცნების ქალაქთან’’ ერთად, თუნდაც მხოლოდ 90 წუთის განმავლობაში.
ავტორი: თიკო ღოლაძე
ფოტოგრაფი: გიორგი ნინიძე
This post has been edited by MindFucker on 18 Apr 2010, 15:36