რავიცი,მე პირადად ვთვლი რო ძაან მაგარი ქასტი იყო.როგორც მინიმუმ საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის მსახიობები შეარჩიეს.ამასთანა არანაირი პრობლემა არა მაქვს მე პირადად.
აი ფილმს რაც შეეხება დიდი ვერაფერი.ანუ ისეთი კატასტროფა არ იყო,როგორსაც ველოდი და როგორებსაც თანამედროვე ჰოლივუდში იღებენ ძველი ფრენშაიზების გასაცოცხლებლად.იყო რამოდენიმე მომენტი პირველი სქრიმის სტილში,მაგრამ აშკარად არ ეყო ეს ფილმს.მეტისმეტად სერიოზული და სტანდარტული გამოვიდა,რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ორიგინალი ფილმის ტონთან.
თან ეს ალბათ ერთადერთი ფილმი ფრენშაიზიდან,რომლის სიუჟეტურმა ტვისტმა არანაირი ეფექტი არ მოახდინა ჩემზე.
პირველ ფილმში მოულოდნელი და კარგად მოფიქრებული ტვისტი იყო.
მეორეში ერთის მხრივ ლოგიკური,მაგრამ მეორე მხრივ იმდენად სულელური რო ვერც კი წარმოიდგენს მაყურებელი.
მესამე იმდნად მოწყვეტილია რეალობას ტვისტი რო ეგ გიკვირს მარტო
მეოთხე საკმაოდ ნორმალურია.საუკეთესო პირველის შემდეგ.
აქ კიდე რავი,ვისზეც ვიფიქრე პირველ რიგში იმენა ეგ იყო,რატო გააკეთეს ასეთი სისულელე ხზ.