ძაან მაგარი ადამიანია. ძაან მწირი ინფორმაციაა თემაში.
ნუ ექვსი ფილმი აქვს. მეშვიდეც ქონდა ოღონდაც გაუნადგურეს. მუსიკოსების მერე ფილმი ვეღარ გადაიღო. აუკრძალეს. საერთოდ მუსიკოსებიც რო გადაიღო და ქოლგაზე არ დაასტოპეს ეგეც უცნაურია

ნაღდი მეამბოხე იყო და ძაან ტრაგიკული ცხოვრება გამოიარა, რეჟიმის მსხვერპლი იყო, როცა კინოში უნდა დაბრუნებულიყო მისი შვილის ამბავი მოხდა და ვეღარ დაბრუნდა.
აქვს 2001ში თუარ ვცდები ერთი ფილმი გადაღებული, გზა ქვია. კაი ფილმია, სიზმარივით. სულ ცოტათი ქოლგას გავს.
სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებაც უნდა, ყოველშემთხვევაში უნდოდა.
ახლა თბილისში ცხოვრობს, თეატრალურში ყავს სახელოსნო აყვანილი.
ცოტა მეტ ინფორმაციას მოვუყრი თავს და იქნება უფრო გამართული და ინფორმაციული პოსტიც დავდო.
ტეხავს ასე პატარა როა თემა. ფილმები თუ დაგაინტერესებთ, ყველას მოძიება შეიძლება იუთუბზე.
აქ მარტო მუსიკოსებს დავდებ, თვითნაც თამაშობს ამ ფილმში.