ფილმის საიტი ვნახე და ძალიან მომეწონა.
ერთი ეგ არის, რომ ორთოგრაფიული შეცდომებია გაპარული ზოგან. (ძე-ს მაგივრად, დზე - წერია და ა.შ.)
სინოპსისიც ბევრია, ლამის მთელი კინოს შინაარსი გავიგე

ცოტა ნაკლები ტექსტი და მეტი ინტრიგა რომ იყოს, ალბათ აჯობებს.
დიზაინი - სუპერ
საიტის სტრუქტურაც - სუპერ...

გადამღებ ჯგუფს რომ ფაქტიურად ცალკე გვერდი აქვს საიტზე, ეგეც ძალიან მომეწონა.
აუცილებლად წავალ და ვნახავ. ამ ჟანრის ქართული ფილმი მგონი არ გვაქვს და საინტერესოა.
ფოტოები რაც დავათვალიერე, მომეწონა.
მოკლედ, დადებითად ვარ განწყობილი და იმედია არ გამიცრუვდება განწყობა

ხო, მგონი რეკლამა აკლია ფილმს... 5 მაისს თუ არის პრემიერა, ალბათ გაბაზრებული უნდა იყოს უკვე ქალაქში, რავიცი.
თან დღევანდელ დღეს არ ჭირს ეს ამბავი - 10 დან 9 ს ინტერნეტი აქვს სახლში.
ისე, იდეას მოგაწვდით

და პრემიერაზე დამპატიჟეთ

სპამის სახით დაუგზავნეთ მოსახლეობას ფილმის ანონსი თუ რეკლამა თუ რაცაა...
Как пусто стало на Доске Почета!.. © В. Вишневский
https://www.instagram.com/obscura_vibes/
https://www.facebook.com/obscura.vibes