
არსებობს ფერადი ბუშტები - რომლებიც სიხარულის, სითბოს, სიყვარულის, ბედნიერების, დადებითი ემოციების სიმბოლოდ ითვლება.
არსებობს თეთრი - რომელიც სიცარიელესთან, დეპრესიასთან ასოცირდება.
და შავი ბუშტები - ბოროტებას, შურს, ეჭვიანობას, ნაკლს, ბოღმას გამოხატავენ.
ფილმში მოთხრობილია ერთი უბრალო ოჯახის ამბავი, თავისი ბანალურობამდე დასული ჩვეულებრივი, უბრალო ცხოვრებისეული ამბით.
ძალიან ფაქიზად არის გაბმული ურთიერთობის ძაფები ოჯახის წევრებს შორის.
მათი დამოკიდებულება, სიყვარული თუ სიძულვილი, ეჭვიანობა თუ თავდადება ერთმანეთის მიმართ.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოჯახი, რომელსაც ერთი დიდი, შავი ლაქა დაყვება არასრულფასოვანი ოჯახის წევრის სახით.
ყველას კარადაში მოიძებნება თუნდაც ერთი ჩონჩხი.
საოცრად ბუნებრივად არის გადმოცემული ძმების ურთიერთობა - დებილი და ნორმალური.
როცა 16 წლის თინეიჯერს სირცხვილის გრძნობა იპყრობს თავისი ამხანაგების თანდასწრებით ძმასთან ერთად გამოჩენისას.
როცა დედა ორსულადაა და არ შეუძლია უფროსი, დებილი ძმის მოვლა.
როცა მამა სამხედროა და სამსახური მისთვის პირველ ადგილზე დგას.
როცა სხვა გზა არ რჩება და სახლიდან გაქცეულ დებილს ქუცაში შენ უნდა დაედევნო, თუნდაც მხოლოდ საცვლების ამარა იყო, რადგან კარი შენ დაგრჩა ღია.
როცა ძმის გამო დებილებისთვის გამოყოფილი ავტობუსით გიწევს სკოლამდე მისვლა.
როცა ასი მეტრით ადრე ჩამოდიხარ, რომ თანაკლასელების დასაცინი არ გახდე.
როცა 16 წლის ბავშვს გაკისრებენ იმხელა პასუხისმგებლობას, რისი თრევის უნარი კი არ გაგაჩნია, უბრალოდ მზად არ ხარ ამისთვის და მაინც, მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახის წევრებს შორის ფაქიზად გაბმული, უჩინარი ძაფები არ გაწყდეს, ამ პასუხისმგებლობას გაბედულად იღებ და თავს არწმუნებ რომ შეგიძლია, თუმცა სინამდვილეში უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს.
როცა ხედავ, რომ მისი სურვილი ასრულებადია, მიუხედავად იმისა, რომ ამის აღქმის უნარი არ გააჩნია.
როცა მისი დანაშაული დანაშაულად არ ითვლება, უბრლოდ იმიტომ რომ ამის შეგნების უნარი აქვს დაკარგული.
როცა შენი სურვილები მისი სურვილების სახით ხდება რეალური და ასრულებადი.
როცა ძალ-ღონეს არ იშურებ იმისთვის, რომ მან თავი კარგად იგრძნოს და მაინც ყველაფერი უშედეგოა.
როცა საკუთარ პრინციპებს, ღირსებებს თელავ მის გამო და მაინც შენ გიწოდებენ 'ეგოისტს' .
როცა საყვარელ ადამიანთან გარცხვენს.
როცა შენს კუთვნილ დღეს გართმევს.
როცა მოთმინება აღარ გყოფნის და ბოლოსდაბოლოს თავს ვეღარ იკავებ და ფეთქდები.
როცა მიხვდები, რომ საკუთარი სისხლი და ხორცი გძულს.
როცა შეხედავ და ზიზღი დაგახრჩობს.
როცა ხელს აწევ, საკუთარ, არასრულფასოვან ძმაზე.
და შემდეგ, როცა საავადმყოფოს მოსაცდელში ზიხარ, ხელში პატარა და გიჭირავს და ფარდის შიგნიდან მისი განწირული ყვირილი გესმის.
როცა გული ყელში გეჩხირება, დანაშაულის გრძნობა გახრჩობს, სააბაზანოში იკეთები მთელი ღამით და ტირიხარ.
როცა ნუგეში საძებნელად სახლიდან გადიხარრ, პოულობ და აღიარებ, რომ ყველაფერი შენ გააფუჭე.
დაბრუნებული კი გონს მოდიხარ და ხვდები, რომ ამ ყველაფრის უკან რაც გადაიტანე ისეთი რაღაც დგას რაც ყველაფერზე ძლიერი და ყველაზე ღირებულია - ოჯახი, რომელთანაც შენი სურვილისგან დამოუკიდებლად ხარ უხილავი ძაფებით დაკავშირებული. შეიძლება გაწყდეს ეს ძაფი, მაგრამ მის გადაბმას წინ ვერაფერი დაუდგება თუ ამას გულწრფელი სურვილი დაედება საფუძვლად.
როცა უკან იხედები და წინ - აწმყოში, ვერ აქცევ ზურგს შენს სისხლს და ხორცს, ვერ სცილდები, ვერ ტოვებ გასაჭირში დარჩენილს.
მოგვიანებით ჯდები და ძმას ბავშვობის ამბებს უყვები, იხსენებ უახლოეს წარსულს და სიხარულით და აღფრთოვანებით გადმოსცემ მისთვის, თითქოს მას რაიმე ესმოდეს. როცა ისევ გიცრუვდება იმედი თუმცა არაფრად აგდებ ამას, იმიტომ რომ შენ ყველაზე მთავარი აღმოაჩინე საკუთარ თავში - სიყვარულის უნარი - მაშინ როცა შეწყვიტე შენი ძმის შეცვლაზე ოცნება.
არსებობს შავი ბუშტები, მაგრამ სხვა მხრივ არსებობს ფერადებიც.
საბოლოოდ კი ყველაფერი მაინც family styleმდე დადის.
დიადი ფილმია