მორალური ზეწოლის გამო ვნახე როგორც იქნა

არ მიმიწევდა გული,არც ასეთი სიუჟეტები მომწონს და სუპერჰიერო ფილმებზეც არ ვგიჟდები(შეიძლება ჩემს შეფასებაზე ამანაც იმოქმედა)
ლეჯერი მაინტერესებდა ყველაზე ძალიან,შარშან რომ იყო დიდი ვნებათაღელვა მისი ვირტუოზული თამაშის გამო.
და ჰოი საოცრებავ... ვერ მოვიხიბლე დიდად

ცუდად ითამაშათქო არ ვამბობ მაგრამ საოსკარე რა იყო აქ.
ფილმიც დიდი ვერაფერი,უსაშველოდ გაწელილი პირველი ნაწილით.
1 საათის შემდეგ კიდევ ცოტა საინტერესო გახდა,ფინალმაც გამიცრუა იმედი.
სპეცეფექტებს არა უშავდა და რამდენიმე დიალოგს.
ყველაფერთნ ერთად მეგი გილენჰაალმაც გააფუჭა ფილმი :|
ამ რეჟისორისგან მეტს ველოდი,ჯერ ეს უნდა მენახა ალბათ და შემდგე პრესტიჟი.