
ჩემდა გასაოცრად ძალიან მომეწონა

ფილმი რომელსაც მგონი არანაირი ჯილდო არ მიუღია, საკმაოდ გააკრიტიკეს და არცთუ სახარბიელო შეფასებები აქვს, თუმცა თითქმის ყველა ასპექტში მომეწონა
ძალიან ემოციური, ლამაზი და სევდიანი ისტორია თუ როგორ იქმნებოდა ერთ-ერთი უდიდესი და რევოლუციური ნაშრომი. დარვინის შინაგანი ბრძოლა ერთის მხრივ საკუთარ კვლევებსა და აღმოჩეებს, მეორეს მხრივ რწმენას, ცოლის რელიგიურ შეხედულებებსა და საზოგადოების აზრს შორის, პირადი ტრაგედია და სიგიჟის ზღვარზე მყოფი მეცნიერი. (ამ ამბავში მგონი ცოტა გადაამეტეს)
ულამაზესი გარემო, მუსიკალური გაფორმება, კარგი ოპერატორული ნამუშევარი და მსახიობების შესანიშნავი თამაში
კონელის და ბეთანის ჰოლივუდური წყვილი, ძალიან მომწონს

ფილმშიც ძალიან მოუხდნენ ერთმანეთს. კონელს უხდება დრამატული როლები, ბეთანს რაც შეეხება, ნამდვილად გამაკვირვა. დასანანია რომ ვერა აქ სათანადო როლები
ბრწყინვალედ გაართვა როლს თავი. კლუნს მიცეს ნომინაცია და რა კაცი დამიტოვეს

ეს ბავშვიც ძალიან მომეწონა, კარგად თამაშობს