დღეს ვიყავი და მოკლედ რომ ვთქვა _ ბევრად უკეთესს ველოდი, სამწუხაროდ გამიცრუვდა იმედები.
პირველი კარდი არის ძალიან ლამაზი და დამაინტრიგებელი...
ლეონარდო უჩვეულოს არაფერს თამაშობს და მისი თამაშის უნახავს არ გაგხდის კაცს, მაგრამ თავის კლასზეა და კარგად ასრულებს როლს, შეუძლებელია მაყურებლის ემოცია არ აიყოლოს მისმა დამაჯერებელმა თამაშმა. და პრინციპში ესაა ფილმის უმთავრესი დადებითი მხარე, დანარჩენი ფაქტიურად ყველაფერი
არ არის ეს სკორსეზეს ჟანრი.
.....ძალიან გადამლაშებული ფსევდო ტრაგიკული სცენები _ იგივე დახოცილი შვილების სცენა... იგივე გარდაცვლილი ცოლის პირველი გამოცხადება ცეცხლების და ფერფლის თანხმლებით... საშინელება იყო.
.....ფილმის დამამახინჯებელი პერსონაჟი ლეონარდოს გმირის გარდაცვლილი ცოლის სახით, რომელიც ყოველ 5 წუთში ეცხადება ამ კაცს და არც არაფერს ცვლის სცენარში და არც არაფერს აშავებს, უბრალოდ ჩნდება, რა როლია ვერ გავიგე...
.....ძალიან ერთფეროვანი მუსიკა, სულ ერთიდაიგივე სემპლი (მოგუდული ზვუკი, გემის საყვირის მსგავსი, რომელიც ზღვის ფონზე კი კარგად და დამძაბველად ისმის თავიდან, მაგრამ ყოველ მეორე კადრში უკვე ნერვების მომშლელი მოტივია). მუსიკის უაზროდ ამაღლებული და დამძაბველი ფონები სრულიად არადაძაბულ სცენებში (მაგალითად ჭიშკრის გარებისას და მიჯახუნებისას)))) ასეთ ფილმს ბევრად უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი მუსიკალური მხარე ჭირდებოდა და ასევე ამ მუსიკის კარგად გადატანა შესაბამის სცენებში და კადრებში.
.....ბენ კინგსლის გმირი ძალიან ბანალური და არაფრისმთქმელია, მისი ბაბოჩკებივით ერთფეროვანი _ სულ ერთიდაიგივე სახეები, ერთიდაიგივე ტონი და მიმიკები მთელი ფილმის მანძილზე, არანაირი ემოცია _ შიში, სიძულვილი, სიბრალული ან რაიმე ამ გმირის მიმართ... ფილმი ისე დასრულდა რომ არ იცი დადებით პერსონაჟად აღიქვა და თურმე კაი ტიპი იყო, თუ დიქტატორი მმართველია, რომელიც ხალხს ტანჯვით ხდის სულს... ალბათ უფრო მეორე, მაგრამ ეს მის ნამოქმედარში ჩანს (მისგან დატანჯული პერსონაჟებიდან) და არა მის ხასიათში. ამ გმირისგან ბევრს ველოდი, კინგსლისგან გამიკვირდა.
კიდევ ბევრი დეტალია რაც არ მომეწონა, მაგრამ მეზარება იმდენი წერა...
კარგს რაც შეეხება _ ნუ პირველ რიგში დიკაპრიო აღვნიშნე უკვე, ჯილდოებს მოხიკავს ამ ფილმით მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ მართლა კარგად თამაშობს. ასევე დადებითია ოპერატორული მხარე, რაც მართლა თვალშისაცემია _ გადაღების მანერა, ფერები, განათება _ ეს მხარეები უნაკლო აქვს ფილმს. ფინალს რაც შეეხება, უნდა ითქვას რომ ერთგვარი მოულოდნელობაა და ეს ცოტათი "ქაჩავს" ფილმს, თორემ უმაგისოდ რაღა იქნებოდა საერთოდ...
საბოლოო შეფასება 6/10