მოდი ახლა სხვა კუთხით განვიხილოთ ფილმი:
ბევრი საინტერესო ფრაზა და სიმბოლოა ფილმში, რომლებიც რელიგიასთან, უფრო სწორედ კი ქრისტესთან არიან დაკავშირებულნი. ისევ მოვიყვან დიალოგს:
" - გინდა იპოვო ჭეშმარიტება? მაშინ დანებდი (смирис)!
- არ შემიძლია!
- უნდა დანებდე!
- არა!.. არ შემიძლია!
- მაშინ სამუდამოდ დარჩები კუნძულზე... ღმერთი შენსკენ..."
ღმერთი ნახსენებია ასევე დიალოგში ციხის მთავარ ზედამხედველთან (მანქანაში), სადაც ის ამბობს რომ ყველანი მოძალადეები ვართ და მთავარი კანონი ჯუნგლების კანონია, გადარჩება ის ვინც ძლიერია! ლეო უარყოფს ამას (თანაც ჩანს რომ გულწრფელად), თუმცა მანქანიდან ჩასვლის წინ მაინც გამოხატავს აგრესიას მძღოლის მიმართ (აღსანიშნავია რომ ამას "დამცავი მექანიზმის" სახე უფრო აქვს.
გავიხსენოთ ბენ კინგსლის გმირის ("ლიბერალი ფსიქიატრის") ფრაზა: "ხელები დამიბანია"... (პილატე)
და ბოლოს "მაიტნიკი" გოლგოთას გავს, სადაც ლეომ უარი უნდა თქვას ყველა "დამცავ მექანიზმზე" პირველ რიოგში კი თავისივე გონებაზე, რომლის ტყვეებიც ჩვენ ყველანი ვართ...
"- мы для них слишкам умны" თითქოს კონტექსტში არ ჯდება, მაგრამ ამ განზომილებაში იდეალურად ჯდება თუ დავუშვებთ რომ ექიმიც ლეოს თანამზრახველი ხდება იმით რომ ამ სიგიჟეს (ანუ თავისივე გონებას) ეთიშება ცოტა ხნით. არ ვიცი ეს სკორსეზეს ოინებია თუ მწერლის, მაგრამ სკორსეზეს რომ უყვარს ქრისტეს თემაზე "თამაში ძალიან კარგად ვიცით ფილმიდან "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება".
და სკორსეზეს რეზიუმეც ძალიან გავს ქრისტიანულს: "ხსნა მხოლოდ სიკვდილის მერეა - საიქიოში!"
ან იქნებ აქაა გამოსავალი? (ისევ ზემოთხსენებულ დიალოგს მოვიყვან):
" - გინდა იპოვო ჭეშმარიტება? მაშინ დანებდი (смирис)!
- არ შემიძლია!
- უნდა დანებდე!
- არა!.. არ შემიძლია!
- მაშინ სამუდამოდ დარჩები კუნძულზე... ღმერთი შენსკენ..."
ისევ ქრისტიანული მცნება: "смирение!"
ერთადერთი "მტერი" ფილმში ლეის საკუთარი გონებაა (ანტიქრისტე კი ის ვისაც ლეო მოსაკლავად ეძებნდა თავიდანვე, შესაბამისად საკუთარივე "ეგო") აქ კი უკვე ბუდიზმში გადავიჭერი. (თუმცა ქრისტეც გულისხმობდა ამას).
მგონი ძაან გავაფილოსოფიურე