ეხლა მოვედი,
კულტურულ მასობრივი მსვლელეობა გვქონდა კინოში,
მიუხედავად იმისა რომ საუკეთესო ხარისხის 3D აპარატურა არ იყო აშკარად,
ფერები ცოტა მკრთალი იყო, დამოსახულებაც მუქი ჩანდა, სათვალემაც თვალები მატკინა.
მაინც ძალიან მომეწონა, კარგი იყო კარგი,
ჩემმა დამ სულ მლანძღა, ეს რა მიქენი სად წამიყვანე მოვკვდი ნერვიულობითო,
რომელი ერთი ჩამოვთვალო, ის პატარა ბუსუსები რომ დაფრინავდა დაჭერა უნდოდა ყველას,
ის ბიჭი რა საყვარლად ურტყავს როცა იცილებს,
ის ხვლიკები თუ მწერები, წრეზე რომ ატრიალებდნენ ფრთებს, ნეტა თავბრუ არ ეხვეოდათ ფრენისას?

ბოლოს ფინალში ჩემს დას როცა ეგონა მორჩა ნერვიულობაო,
ჯეიკი რომ გადადის საბოლოოდ ავატარში, იმ მომენტში ხელების ტყე როცა ჩნდება არ ველოდით, ეგეც კარგი იყო,
საკმაოდ ნორმალური სიუჟეტი იყო ამ ჟანრის ფილმებისთვის.
სპეცეფექტები სუპერ.
Don’t argue with idiots because they will drag you down to their level and then beat you with experience.
Never argue with a fool; onlookers may not be able to tell the difference.
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.