ვნახე ორჯერ და მეორეჯერ იმიტომ, რომ მაინტერესებდა საკუთარი რეაქცია. არ შეცვლილა. დარწმუნებული ვარ დისკებზეც რომ გამოვა, არც მაშინ მექნება განსხვავებული რეაქცია.
1) ფილმის ვიზუალური და აკუსტიკური გაფორმება, პირადად ჩემთვის, მშვენიერი იყო.
თუმცა ჩვენება უფრო ხასხასა და ნათელი ფერებით იქნებოდა, რომ არა "ბრინჯაოს ხანა" ჩვენს კინოთეატრებში

ხმაც მათ შორის, მაგრამ მაინც დიდი მადლობა.
2) ვიზუალური ეფექტები მშვენიერი.
3) 3D - ზომიერი.
4) სცენარი - შესაბამისი ჟანრის ფილმისთვის ნორმალური, თუმცა არის რამოდენიმე დამაფიქრებელი გზავნილი, რაზეც უკვე კომენტარი გაკეთებულია.
ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, რადგან თემიდან გადახვევა იქნება

5) ფილმმა გულიც მატკინა და ცრემლიც მომადინა.
6) შევიდა უსაყვარლესი ფილმების სიაში.
7) რა თქმა უნდა ველი გაგრძელებას.
ჩემი პრობლემაა ინგლისურის ძალზედ მწირი ცოდნა და ამიტომ გთხოვთ, როცა რაიმე სიახლე იქნება ინგლისურად, მოკლედ რომ დაწეროთ რაზეა საუბარი.