rustaveli & amirani theatres1) კარგი იქნებოდა, თუ გაითვალისწინებდით როგორც ინგლისურის მცოდნე, ასევე რუსულის მცოდნე კინომაყურებელის თხოვნას

2) კარგი იქნებოდა, თუ დააწესებდით ასაკობრივ შეზღუდვასაც, თორემ "სხვა სამყარო 3" -ის სეანსიდან გამოქცევა მინდოდა, რადგან გვერდით 3 წლის ბავშვი მის "საკალელ" მშობლებთან ერთად იჯდა და მე მიწევდა ფილმის გახმოვანების პარალელურ რეჯიმში ასევე იმისი მოსმენაც, რომ კუდიანები და მათნაირი "მაჯლაჯუნები" მხოლოდ ფილმებშია

3) გახმოვანება არ გივარგათ. მთავარი ის კი არ არის ხმას აუწიო, რაც შეიძლება მაღლა!!!
4) ჩვენება არ გივარგათ

ნუთუ ესა და "ამირანში" ნაჩვენები ერთნაირია?!
5) თუ აპირებთ 3D ფილმების ჩვენებას, გთხოვთ, მაყურებელს ცოტათი უკეთესი სათვალეები დაურიგოთ

მგონი მე უფრო უკეთესს გავაკეთებ სახლის პირობებში

6) შემთხვევით "რიპებს" ხომ არ გვასაღებთ? და ამას ხაზს ვუსვამ!!!
7) მგონი კინომაყურებელი კინოთეატრში ფილმის საყურებლად მოდის და არა, თქვენი მომსახურე პერსონალის სიცილ-კისკისის მოსასმენად და კიდევ კინო-დარბაზის კარის დაკეტვაზე მე რატომ უნდა მივცე მითითება თქვენს თანამშრომელს?!
8) რაც შეეხება საპირფარეშოების ტექ-გამართულობას --- 2-იანი

9) იგივე, რაც მე-6 პუნქტში წერია

10) გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნები და ბედნიერები იქნებით თქვენს კინოთეატრებში ხალხის სიმრავლით

შესთავაზეთ ნამდვილი ხარისხი და უპასუხოდ არ დაგრჩებათ ეს