#18170322 · 25 Feb 2010, 12:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
passko
QUOTE | 1) კარგი იქნებოდა, თუ გაითვალისწინებდით როგორც ინგლისურის მცოდნე, ასევე რუსულის მცოდნე კინომაყურებელის თხოვნას |
ფილმები ძირითადად რუსულად გადის. რაც შეეხება ინგლისურ კინოჩვენებებს - ბაზარი ძალიან მცირეა ამისთვის - გვქონდა მცდელობა მაგრამ არ გაამართლა, კინოჩვენებები იყო არარენტაბელური გამომდინარე ხალხის სიმცირით.
QUOTE | 2) კარგი იქნებოდა, თუ დააწესებდით ასაკობრივ შეზღუდვასაც, თორემ "სხვა სამყარო 3" -ის სეანსიდან გამოქცევა მინდოდა, რადგან გვერდით 3 წლის ბავშვი მის "საკალელ" მშობლებთან ერთად იჯდა და მე მიწევდა ფილმის გახმოვანების პარალელურ რეჯიმში ასევე იმისი მოსმენაც, რომ კუდიანები და მათნაირი "მაჯლაჯუნები" მხოლოდ ფილმებშია |
სალაროსთან ყოველთვის არის გამოკრული გაფრთხილება ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ.
QUOTE | 3. გახმოვანება არ გივარგათ. მთავარი ის კი არ არის ხმას აუწიო, რაც შეიძლება მაღლა!!! |
ალბათ მულტფილმებს გულისხმობთ. ამაში დაგეთანხმებით - სამწუხაროდ პოლიტიკური (როგორც მოგეხსენებათ რუს დისტრიბუტორებთან ვთანამშრომლობთ) და სხვა ბევრი მიზეზის გამო დისტრიბუტორები არ გვაწვდიან ფილმის სრულ აუდიო-მასალას, შესაბამისად გვიხდება მისი ჩვენი ძალებით, არასრულყოფილად დაშლა და გახმოვანება. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, რამოდენიმე დისტრიბუტორთან მოხდა მოლაპარაკება, ასევე უკვე დავიწყეთ თანამშრომბლობა სხვა ქვეყნის დისტრიბუტორებთან და ასეთი ხარვეზები უახლოეს მომავალში შედარებით ცოტა, ხოლო რაღაც პერიოდის მერე საერთოდ აღარ გვექნება.
QUOTE | 4.ჩვენება არ გივარგათ ნუთუ ესა და "ამირანში" ნაჩვენები ერთნაირია?! |
თქვენი დაკოპირებული სკრინშოტი IMAX-ის ეკრანიდანაა გაკეთებული - მოგეხსენებათ აიმაქსის ფირი ჩვეულებრივთან შედარებით 2.5ჯერ დიდია და ამით არის გამოწვეული ასეთი სხვაობა. აიმაქსის კინოთეატრი კი მოგეხსენებათ საქართველოში არაა. საქართველოში კი არა ისეთ დიდ ქალაქებშიც კი არაა როგორიც ზეგანვითარებული დუბაია - მიზეზი: ძალიან დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, მილიონებზეა საუბარი.
QUOTE | 5.თუ აპირებთ 3D ფილმების ჩვენებას, გთხოვთ, მაყურებელს ცოტათი უკეთესი სათვალეები დაურიგოთ |
ამაზე გვქონდა პრესკონფრენცია. მრავალჯერადი გამოყენების სათვალეები შევიძინეთ და გზაშია უკვე )
QUOTE | 6) შემთხვევით "რიპებს" ხომ არ გვასაღებთ? და ამას ხაზს ვუსვამ!!! |
ამაზე პასუხი მარტივია - არა )))
QUOTE | 7) მგონი კინომაყურებელი კინოთეატრში ფილმის საყურებლად მოდის და არა, თქვენი მომსახურე პერსონალის სიცილ-კისკისის მოსასმენად და კიდევ კინო-დარბაზის კარის დაკეტვაზე მე რატომ უნდა მივცე მითითება თქვენს თანამშრომელს?! |
მადლობა შენიშვნისთვის, დღეს გავესაუბრები ადმინისტრაციას.
QUOTE | 8) რაც შეეხება საპირფარეშოების ტექ-გამართულობას --- 2-იანი |
ამაზეც რამეს ვიღონებთ ))
მე მგონი ყველაფერზე გაგეცით პასუხი )) დამატებითი კითხვების და შემოთავაზებების შემთხვევაში მომმართეთ )))
|