არა, ჩემო კარგო, ცუდად ნუ გამიგებთ, პირიქით. მე მოხარული ვარ იმისა, რომ საგრძნობლად გაუმჯობესდა, ყველანაირი ფაქტორი რომ გავითვალისწინოთ, კინოთეატრებში ხარისხიც, მომსახურებაც და პროფესიონალიზმი. მე მივესალმები ამას. უბრალოდ, ხომ იცით, ადამიანი უფრო უკეთესის მოლოდინშია ყოველთვის.
რაც შეეხება ჩვენებას, მესმის, რომ ძვირი ჯდება IMAX-თეატრის დაპროექტება, მშენებლობა, შესაბამისი აპარატურა და მარკეტინგი. ბაზარია პატარა, ფინანსურად არაპესპექტიული. უმრავლოსობას ორჯერ სჭირდება დაფიქრება იყიდოს თუ არა კინოს ბილეთი. ეს სხვა თემაა...
მაგრამ უბრალოდ იდეის დონეზე - თვითონ კინოთეატრი "ამირანი" არც ისე დიდია ხომ? უფრო პატარა შენობა, სადმე თბილისში (და ასეთი შენობები მრავლადაა გამოუყენებელი, გეცოდინებათ კომუნისტების დროს პატარ-პატარა კინოთეატრების სიმრავლე) რომ მოხდეს მისი მხოლოდ იმაქსის შესაბამისი აპარატურით აღჭურვა, ამ შენობის შიგნიდან შესაბამისად მოწყობა, თუნდაც იყოს მხოლოდ ერთი დარბაზი, მხოლოდ 3D ფილმებისთვის, ერთი სეანსი ორიგინალ ენაზე, ეს ნუთუ შეუძლებელია?
არ ვიცი და არც მაინტერესებს ორივე კინოთეატრის წლიური შემოსავალი, მაგრამ ხომ შეიძლება მიმართოთ ასევე სახელმწიფოს? მოცეკვავე შადრევნები და "ფოიერვერკები" არ გვაკლია და იიიიქნებ ამაზეც დაგეთანხმოთ შესაბამისი სამინისტრო

ვფიქრობ კინოსამყაროს მომავალი 3D-ს ხელში იქნება კარგა ხანი და დროის ფაქტორს თუ გაითვალისწინებთ პროექტიც მომგებიანი უნდა იყოს. მაყურებელი კმაყოფილი - ყველა ბედნიერი

თქვენთვის კარგად არის ცნობილი "ავატარზე" მოსულთა რაოდენობა. ნუთუ ეს არ უნდა იყოს საბაბი მცდელობისა?

მე ვფიქრობ, რომ არც სხვა 3D ფილმებს ეყოლებათ ნაკლები მაყურებელი.
მე პირადად, სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა ჩვენების ხარისხი, ალბათ იმიტომ, რომ ნანახი მქონდა მოკლემეტრაჯიანი ფილმები არა აქ.
არ არის ხომ ცუდი იდეა?
Erekle_var_Ra