ცუდი ის არის, რომ "ჩვენი" პარლამენტი არ ითვალისწინებს საზოგადოების ნაწილის აზრს.
იმ კინომაყურებელმა რა ქნას, ვინც არ იცის ვთქვათ ინგლისური? ისწავლოს?

ორიგინალში გაშვება და თან ქვევით სუბტიტრები, ცოტა ნერვებმომშლელი ხომ არ არის? ჩემთვის კი.
ჩემთვის პირადად სამწუხაროა ის, რომ არ ვიცი ინგლისური... და გერმანულად აქ კიდევ არავინ გაუშვებს ფილმებს.
ფილმის ქართული პროფესიონალური დუბლირება რომ მოხდეს, საკმაო დრო არის საჭირო, თანხები, აპარატურა, ამ კუთხით პროფესიონალიზმის დახვეწა და რა ვიცი კიდევ რა.
უკეთესი იქნებოდა, რომ კინოთეატრებისთვის მიეცათ რაღაც გარკვეული დრო, რომ მომხდარეიყო მათი მხრიდან ამ საკითხის მინიმუმ დამაკმაყოფილებლად მომზადება, თუმცა პარლამენტის წევრებს და მთავრობასაც სულ ცალ ფეხზე კიდიათ არა მარტო ეს საკითხი. სიზმარში ნანახ ერთი ადგილით ნაფიქრს მიაგავს ყველა მათი განცხადება და არა მარტო...
გამომდინარე იქიდან (ესიამოვნება ეს ზოგიერთს თუ არა), რომ ჩვენთან და ამ შემთხვევაში კინოთეატრებს ვგულისხმობ, ყველაფერი ბრინჯაოს ხანაშია, სერიოზულ საბაბს მაძლევს იმისა, რომ დავწერო - არც ნორმალური ქართული გახმოვანება გვექნება და რუსულსაც ამოაგდებენ, როცა გვინდა თუ არა, ძალიან ბევრ საკითხში ისევ რუსეთზე ვართ დამოკიდებულები.
გავარტყი რუსეთს, მაგრამ არც ამერები გვკოცნიან "ტუჩებში"

დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონის შემოღება სერიოზულ ფინანსურ პრობლემას შეუქმნის კინოთეატრებს. ჯერ ისედაც არ აკლიათ პრობლემები და ეხლა კიდევ კულტურის მინისტრის სიზმარი დაემატა ამას.
.................................................................................................
ალბათ მოვიდა იმის დრო, რომ ვისწავლო ინგლისური იმ დონეზე მაინც, რომ შევძლო ფილმების ყურება, ვინაიდან შეიძლება არც ის იყოს გამორიცხული, რომ პროვაიდერებსაც მისცენ მითითება რუსული ვებ-გვერდების თაობაზე.