ვუერთდები წინა გვერდებზე გამოთქმულ პრეტენზიებს ფილმების ორიგინალში გაშVებასთან დაკავშIრებით.
ის რომ ყველამ არ იცის ინგლისური არგუმენტი არაა,
1) ყველამ არც რუსული იცის
2) ტიტრები რისთვის არსებობს?
3) ორიგინალი არ ნიშნავს ინგლისურს. თუ გერმანულ ფილმებს გაუშვებთ ორიგინალი ენა გერმანული იქნება.
არგუმენტი არაა ასევე ის რომ ბევრს არ მოსწონს ტიტრებიანი ფილმები. ასევე ბევრს არ მოგვწონს რუსული გახმოვანება მარა ვინმე ყურადღებას აქცევს ამას? 1.5 მილიონიან ქალაქში რთულია ყველას ერთნაირი გემოვნება ჰქონდეს. ამიტომ ყველას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ის რომ ამაზე არავინ ფიქრობს იმის ბრალია რომ ქალაქში სულ 2 ნორმალური კინოა და მათაც მგონი 1 მართველობა ყავთ. მოკლედ სანამ მონოპოლიზებულია ეს სფერო ყოველთვის ასეთი დომხალი იქნება, როგორც ყველგან, სადაც კონკურენცია არაა.
პ.ს. აქვე პატარა საპროტესტო მუხტს დავთეს

სხვა თემაშI დავწერე უკვე და აქაც დავწერ. საქართველოში არ გადავიხდი ფულს იმაშI რო კინოტეატრშI რუსულად გახმოვანებულ ფილმს ვუყურო. სანამ ორიგინალი ფილმების გაშVებას არ დაიწყებთ ჩემი პროტესტი ქართულ კინოთეატრებს.