ნუ ნერვიულობთ ხალხნოო კინოს რა მოკლავს. ვერც წარმომიდგენია რამე დარგი ხელოვნების დონეზე რომ ავა მერე როგორ უნდა მოკვდეს. თქვენ წარმოგიდგენიათ დედამიწაზე ერთი დღე ისე გავიდეს რომ ფილმი არავინ ნახოს? ხოდა ვიღაც ნახავს და ვიღაც ეგოისტი გადაიღებს აუცილებლად.
სიკვდილში თუ იმას გულისხმობთ რომ "კლასიკურ" კინოს აღარ იღებენ ეგ იმას ნიშნავს რომ პირიქით ცოცხალია და ეძებს ახალ გზებს. კომერციული კინო კიდე კაპუცინების ბულვარში რომ დაიწყო აღარ გაჩერებულა და არც გაჩერდება იმიტომ რომ კინოს განუყოფელი ნაწილია. 20იან წლებში იმდენ პორნოგრაფიას იღებდნენ მაგდენ ავატარებს არ იღებენ დღეს...(პორნოებს რათქმაუნდა კომერციულად იყენებდნენ თორე ექსპრესიონპორნო შეგვჭამდა

)
კიდევ მგონია რომ რაღაც დიდი ეტაპი მთავრდება კინოში და დაიწყება ახალი. მე მგონია რომ მეტრაჟის შემცირებით დაიწყება ახალი კინო.
სპეცეფექტებიან კინოს რაც შეეხება აფსოლიტურად სხვა გზას იპოვნის და თავის პონტში განვითარდება. მხატვრობაში ხომ ცდილობდნენ ადამიანი დაეხატათ ზუსტად ისეთი როგორიც იყვნენ და ამაზე საუკუნეები მუშაობდნენ მერე გაჩნდა ფოტოაპარატი და მოკლა ეგ ინტერესი და დაიწყო უფრო საინტერესო ეტაპი მხატვრობისთვის.
ეს ყველაფერი კაკულიას გაზეთში წავიკითხე