მოკლედ დრო არის რომ ჩამოვწეროთ ვინ იღებს, თუ გნებავთ რას იღებს, ერთმანეთის დახმარების სურვილი თუ გვაქვს და კონკრეტულად რა შეგვიძლია გავაკეთოთ
ჩემსას დავწერ და მერე მიამატეთ
საშინლად არ მიყვარს ხმამაღალი განცხადებები, მაგრამ რადგან აქ ასე სახალხოდ განვიხილავთ ამ თემას, დავწერ სხვა გზა არ მაქვს, რადგანაც უკვე გაჩნდა ეჭვი ჩვენს შესაძლებლობებში
დღეს საღამოს მაქვს წესით რეჟისორთან გადამწყვეტი საუბარი

სკაიპში თუ შემოვიდა და თუ არ დაეძინა, უნდა გადავწყვიტოთ ვიღებთ თუ არა ფილმს კონკრეტულ იდეაზე ... თუ გადაწყდა რომ ვიღებთ, შეიძლება ვერ მოვიცალო ამ პატარა ფილმებისთვის, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს.
დახმარებას რაც შეეხება ნებისმიერ თეორიულ საკითხზე, რომელიც ეხება გადაღებას და მონტაჟს (ნებისმიერ პროგრამაში) შეგიძლიათ მომმართოთ, საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ ჩემს სკაიპს და მეილს ... მეტი რა ვქნა?