Future Shorts ONE Georgia
23 ივნისს, 12 საათზე ეროვნულ კინოცენტრში გამართება პრესკონფერენცია ყოველთვიურ საერთაშორისო ფესტივალ Future Shorts ONE-თან დაკავშირებით.
Future Shorts მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოორგანიზაციაა, რომელიც 2003 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. არსებობის 8 წლის განმავლობაში კომპანიამ მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური, შემოქმედებითი და ყველასათვის ხელმისაწვდომი კინო-ორგანიზაციის რეპუტაცია და შექმნა დამოუკიდებელი ფილმების მოყვარულთა უდიდესი აუდიტორია მსოფლიოში.
Future Shorts ONEკომპანიის ახალი პროექტია, რომელიც ერთი და იმავე კინო-პროგრამით, ყოველი თვის ერთ საღამოს მსოფლიოს 20 ქვეყანასა და 60 ქალაქში იმართება. ტრადიციული კინო-ფესტივალებისგან განსხვავებით, ONE-ის ღონისძიება არამარტო კინო-ჩვენებაა, არამედ ის მოიცავს მუსიკასა და ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა ფორმას.
ყოველთვიური საერთაშორისო ფესტივალი ONE ივნისში მაყურებელს 19 ქვეყანასა და 50 ქალაქში გააერთიანებს. საქართველოც მათ რიცხვშია.Future Shorts Georgia-ს ONE-ის ღონისძიება გაიმართება პარასკევს, 24 ივნისს, ვაკის პარკში მდებარე კლუბში “33 ა”.
ერთდღიანი ფესტივალი 20 საათზე კინოჩვენებით გაიხსნება _ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის 7 მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი.
ოფიციალური კინო-ჩვენების პარალელურად, გაიმართება ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი არტისტის, ლადო ფოჩხუას ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით The Book of the New Georgian Aristocracy.
მუსიკალური ნაწილით მაყურებლის წინაშე წარდგებიან ადგილობრივი არტისტები:
Okinawa Lifestyle (DJ-seti); Oh Lio (DJ-seti); Kidik (DJ-seti).
Future Shorts Georgia, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ Future Shorts Georgia,-ს პროექტში. მსურველებს საშუალება ექნებათ წარადგინონ თავიანთი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები და ეძლევათ შანსი, მათი ფილმები Future Shorts -ის ადგილობრივ კინო-ჩვენებებზე ან ოფიციალურ პროგრამაში იქნას ნაჩვენები. პროგრამის ფილმებს საქართველოს გარდა, 19 ქვეყანა ადევნებს თვალს. ორგანიზაცია შერჩეული ფილმებისთვის ავტორებს ჰონორარს უხდის.
Future Shorts Georgia,-ის ოფიციალური ვებ-გვერდი:
http://www.futureshorts.com Future Shorts Georgia, ONE-ის ოფიციალური ვებ-გვერდი:
http://www.futureshorts.com/ONE Future Shorts Georgia,-ის ოფიციალური Yოუთუბე-არხი:
http://www.youtube.com/futureshorts